როგორ მოვამზადოთ ვარენიკები ხრაშუნა კომბოსტოს შიგთავსით

1551

ვარენიკები – მილიონობით ადამიანის საყვარელი კერძია. მსოფლიოში ამ კერძის უთვალავი ვარიაცია არსებობს: ტკბილი და დაუმტკბარი, ნოყიერი და ფაქტობრივად დიეტური. მსოფლიოს დიასახლისები ერთმანეთს ტოლს არ უდებენ რეცეპტებში და ყოველს თავისი საფირმო კერძი აქვს.

რა თქმა უნდა, ხრაშუნა კომბოსტოს ვარენიკები ზაფხულისთვის არც თუ ისე დაბალკალორიულია, თუმცა, სანამ ახალი კომბოსტოს სეზონია, დროა, დავტკბეთ ამ გემრიელი კერძით. ეს რეცეპტი საშუალებას იძლევა, შიგთავსი სხვადასხვა სახით მოამზადოთ.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ახალი კომბოსტო
  • 1 ც ხახვი
  • 0,5 ც სტაფილო
  • 3 ჭ ფქვილი
  • 1 ჭ წყალი
  • 3 ს.კ. ზეთი
  • 1 კვერცხი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. დაჭერით კომბოსტო წვრილად, დაასხით მდუღარე წყალი, დააფარეთ და დატოვეთ 15-20 წუთით. მოთუშეთ ზეთში დაჭრილი ხახვი, დაუმატეთ გახეხილი სტაფილო და კიდევ 5 წთ მოამზადეთ.

2. ოდნავ მოთუშეთ კომბოსტო, დაუმატეთ ცალკე მოთუშული ბოსტნეული, მარილი, პილპილი და მოურიეთ.

3. ცომისთვის შეურიეთ კვერცხი, ზეთი და ცოტაოდენი მარილი. შეურიეთ გაცრილ ფქვილს, დაუმატეთ 1 ჭ მდუღარე წყალი და მოზილეთ ცომი.

4. გააბრტყელეთ, ამოჭერით, მოათავსეთ კომბოსტოს შიგთავსი სათითაოდ. სულ 50 ვარენიკი უნდა გამოგივიდეთ.

5. მოხარშეთ მარილიან ადუღებულ წყალში 5-6 წუთის განმავლობაში. მიირთვით მოთუშულ ხახვთან ან კარაქთან.

მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!