ტორტი, რომელზეც სტუმრები გიჟდებიან

532

პირში ლღვობადი კაკაოს და ქლიავის დესერტის მოსამზადებლად ღუმელი არ დაგჭირდებათ.

ინგრედიენტები

  • 750მლ რძე
  • 100გ შავი შოკოლადი
  • 100გ კარაქი
  • 200გ შავი ქლიავი
  • 20გ ჟელატინი
  • 150გ შაქარი
  • 3 სუფრის კოვზი სახამებელი
  • 14 ცალი ორცხობილა
  • 8გ ვანილი
  • გახეხილი ქოქოსი
  • გამოსაცხობი ფორმა

მომზადება

1.ქლიავს მოასხით ცხელი წყალი 10 წუთი.

2.დააქუცმაცეთ ქლიავი ბლენდერით.

3.კვერცხი ჩატეხეთ ჯამში, დაუმატეთვანილი. მოურიეთ მიქსერით. დაუმატეთ კაკაო, სახამებელი და ისევმოურიეთ.

4.ჩაასხით რძე. მოურიეთ, რათა არ დაიჯირჯვლოს.

5.მოათავსეთ ქვაბი ცეცხლზე. გაცხელების შემდეგ დაუმატეთ დაქუცმაცებული შოკოლადი.

6.ამასობაში ჟელატინს მოასხით წყალი და დაელოდეთ, რათა ამოფუვდეს.

7.გადმოიტანეთ ქვაბი ცეცხლიდან, ცხელ მასას დაუმატეთ კარაქი, შავი ქლიავის პასტა და ჟელატინი.

8.მოურიეთ, რათა მასა გახდეს ერთგვაროვანი.

9.ფორმას წაუსვით მცენარეული ზეთი და ჩააფინეთ ქაღალდი.

10.ჩაასხით კრემი ფორმაში. შეანჯღრიეთ, რათა თანაბრად გადანაწილდეს.

11.კრემის ზემოდან მოათავსეთ ორცხობილა.

12.დესერტს დააფარეთ პაკეტი და შეინახეთ მაცივარში 2-3 საათი.

13.დროის გასვლის შემდეგ, გადმოაბრუნეთ დესერტი ორცხობილის ფენით დაფლა.

14.მოაშორეთ ქაღალდი და დაჭერით.

15.უგემრიელესი დესერტი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!