კარტოფილის რულეტი ხორცით

939

კარტოფილი და ფარში ნამდვილად ბრწყინვალე დუეტია. მათგან მომზადებული რულეტი კი დაუვიწყარია.

ამ რეცეპტის წაკითხვის შემდეგ, ეს კერძი ნამდვილად აღმოჩნდება თქვენს მაგიდაზე.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 4-6 ცალი
  • ღორის ფარში 400გ
  • ხახვი 2 ცალი
  • კვერცხი 1 ცალი
  • მარილი გემოვნებით
  • შავი წიწაკა გემოვენბით
  • ნიორი 3 კბილი
  • ხორბლის ფქვილი 3 სუფრის კოვზი
  • არაჟანი 3-4 სუფრის კოვზი
  • ოხრახუში გემოვენბით
  • მზესუმზირის ზეთი გემოვენბით

მომზადება

1.გაასუფთავეთ ხახვი და კარტოფილი, გახეხეთ ცალ-ცალკე წვრილად და კარგად მოურიეთ. დაუმატეთ ფქვილი, კვერცხი, მარილი, ორი კოვზი ზეთი და დაჭყლტილი ნიორი.

2.ისევ მოურიეთ ყველა ინგრედიენტს. პერგამენტიან ფორმაზე გადაანაწილეთ კარტოფილი და წაუსვით ზეთი.

3.გამოაცხვეთ 200 გრადუსზე 15 წუთი. ამასობაშ მეორე ხახვი დააჭერით კუბიკებად, დაჭერით ოხრახუშიც. დაუმატეთ ფარშს.

4.ამავე მასას დაუმატეთ მარილი გემოვნებით. მოურიეტ ხელით. მზა კარტოფილის კორჟი გამოიტანეთ და მოხსენით პერგამენტი.

5.კორჟის ზემოდან გადაანაწილეთ შიგთავსი. შეახვიეთ ფოლგაშ და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 30 წუთი. მოხსენით ფოლგა და გამოაცხვეთ დამატებით 15 წუთი.

მოაყარეთ მწვანილი და გარნირად მოათვსეთ არაჟანი. გემრილად მიირთვით!