ფარშირებული ყაბაყი – სასარგებლო და მარტივი კერძი მთელი ოჯახისთვის

2290

ყაბაყი თავისი მდიდარი შემცველობის წყალობით, შეუცვლელი ბოსტნეულია. ჩინური სამზარეულოსთვის იგი საერთოდ ფასდაუდებელი ინგრედიენტია. გოგრის ეს ბუჩქოვანი ნაირსახეობა წარმოშობით მექსიკიდანაა.  ადგილობრივ ინდიელებს ის ჩვენს ერამდე ბევრად ადრე ჰქონდათ კულტივირებული. საქართველოშიც დაფასდა ეს ბოსტნეული!

ჩვენი რედაქცია ყაბაყისგან  გასწავლით უგემრიელესი კერძის მომზადებას.

ინგრედიენტები:

  • 1 ცალი ნორჩი ყაბაყი
  • 200 გრ ხორცის ფარში
  • 2 პამიდორი
  • 2 ს/კ არაჟანი
  • 50 გრ ყველი
  • ბულგარული წიწაკა
  • ხახვი გემოვნებით
  • პილპილი
  • მარილი გემოვნებით
  • პამიდორი
  • ოხრახუში მოსართავად

მომზადების წესი:

ფარში შევწვათ ტაფაზე, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დავუმატოთ დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა და 2 დაჭრილი პამიდორი. ყაბაყს გავაცალოთ კანი, გავჭრათ შუაზე, ამოვაცალოთ შუაგული, გადავიტანოთ ცხიმწასმულ ტაფაზე განაჭრელი მხარით ქვემოთ და შევდგათ ცხელ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში (ყაბაყის დარბილებამდე).

მომზადებული ყაბაყი გამოვიღოთ ღუმელიდან, მოვაყაროთ მარილი, შიგთავსი ამოვავსოთ მომზადებული ფარშით და ისევ შევდგათ ღუმელში 30 წუთით.

მომზადებამდე 5 წუთით ადრე მოვაყაროთ გახეხილი ყველი. მომზადებული ყაბაყი გადავიტანოთ თეფშზე, მოვასხათ ცოტაოდენი არაჟანი და მოვაყაროთ დაჭრილი ოხრახუში ან ნებისმიერი მწვანილი, რომელიც გიყვართ.