შოკოლადის უგემრიელესი და უმარტივესი დესერტი

652

ამ დესერტზე გემრიელი უკვე დიდიხანია არაფერი გამისინჯავს. თან მარტივი და სწრაფია! რაც მთავარია ეს ტკბილეული სასარგებლოა ჩვენი ორგანიზმისთვის.

ინგრედიენტები

  • რიაჟენკა 800მლ
  • ჟელატინის ფურცლები 12 ცალი
  • კაკაო 3 სუფრის კოვზი
  • შაქარი 100გ

მომზადება

1.დაალბეთ ჟელატინი წყალში 5 წუთი. კარგად გამოწურეთ.

2.ცალკე ღრმა ჯამში რიაჟენკას დაუმატეთ შაქარი, კაკაო და მოურიეთ.

3.ჟელატინი მოათავსეთ მიკროტალღურში, გააგრილეთ, დაუმატეთ 2 კოვზი შოკოლადის მასა, კარგად მოურიეთ და ჩაასხით მთავარ მასაში.

4.მასა ჩაასხით ფორმაში, შეინახეთ მაცივარში 12 საათი.

მოაყარეთ კაკაო და გემრიელად მიირთვით!