ჟოლოს ჟელე ჟელატინის გარეშე. გაგიმხელთ მომზადების საიდუმლოს

211

ზაფხული წლის მშვენიერი დროა. გარშემო ყველაფერი ყვავის და სურნელს აფრქვევს, ხეხილი და ბუჩქები მდიდარ მოსავალს იძლევა. მე და დედას ჟოლო ძალიან გვიყვარს. აი, ოჯახის დანარჩენი წევრები ამბობენ, რომ ამ კენკრას ზედმეტი ბევრი წიპწა აქვს. სწორედ ამიტომ, მათთვის ჟოლოს ჟელეს ზამთრისთვის ვამზადებთ. რბილი, ერთგვაროვანი და პირში მდნობი გამოდის.

ამ შესანიშნავი დესერტის რეცეპტი ერთმა კარგმა ნაცნობმა გამიზიარა. ხშირად ვიყენებთ, როცა კეფირით ოლადებს ვაცხობთ. ჟოლოს ჟელეთი საოცარი გამოდის. ვჩქარობ, ამ არომატული, სქელი, გამჭვირვალე და ძალიან ლამაზი ჯემის რეცეპტი გაგიზიაროთ.

ინგრედიენტები:

  • 1,5 კგ ჟოლო
  • 0,25 ჩ/კ ლიმონმჟავა
  • 800 გ შაქარი

მომზადების წესი:

1. ნაზი და ძალიან მყიფე კენკრა კარგად გარეცხეთ. საწურზე დაყარეთ და გამდინარე წყალში გარეცხეთ.

2. სუფთა ჟოლო ქვაბში გადაიტანეთ. საჭყლეტით პიურედ აქციეთ. სხვათა შორის, ხელის ბლენდერიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. ასე უფრო სწრაფი და მარტივია. თუ არ გაქვთ, უფრო ხანგრძლივი მეთოდით დაქუცმაცება მოგიწევთ.

3. ქვაბი ქურაზე დადეთ. როცა ადუღდება, საშუალო ცეცხლზე 5 წუთი ხარშეთ. ჟოლოს მასას მუდმივად ურიეთ, რომ დაწვის ალბათობა გამორიცხოთ. ამავდროულად, წყლის დამატების გარეშე იხარშება.

4. ჟოლო რბილი და ერთგვაროვანი რომ გამოვიდეს, მოხარშული მასა წვრილ საცერში გახეხეთ. ასე პატარა წიპწებს მოაშორებთ.

5. მიღებულ პიურეს შაქარი დაუმატეთ. რეცეპტით 800 მლ პიურეს 800 გ შაქარი უნდა დაუმატოთ, მაგრამ უფრო ნაკლები შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუ ნაკლებად ტკბილი დესერტი გიყვართ.

6. გახეხილი კენკრა ქვაბით ისევ ცეცხლზე დადეთ. მუდმივად ურიეთ, სანამ მასა ადუღდება. ლიმონმჟავაც დაუმატეთ. ცოტა მეტი ან ნაკლები, კენკრის სიმჟავეს დააკვირდით. ლიმონმჟავა აუცილებელია, ჟოლოს სასიამოვნო ფერის შენარჩუნებაში ეხმარება. ჯემი სუსტ ცეცხლზე დაახლოებით 20 წუთი ხარშეთ.

7. მომზადებისას ქაფი შეიძლება წარმოიქმნას. ქაფქირით მოხადეთ. ასე უფრო გამჭვირვალე ჟელეს მიიღებთ. ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით და ჯემი სტერილურ ქილებში გადაანაწილეთ. შედეგად დაახლოებით 1,2 ლ მზა დესერტი გამოვა. ქილები მოხუფეთ და ოთახის ტემპერატურაზე სრულად გაგრილებამდე გააჩერეთ.

8. ჟელე როგორც მაცივარში, ასევე ოთახის ტემპერატურაზე, ოღონდ სიბნელეში შეგიძლიათ შეინახოთ.

ესეც ასე! ასე სწრაფად და მარტივად შეგიძლიათ მოამზადოთ შესანიშნავი ჯემი ზამთრისთვის. ძალიან გემრიელი, არომატული, ნაზი და ერთგვაროვანი გამოდის. ასეთი ჟელე ბლინებს, ოლადებს და ხაჭოკვერებს შეგიძლიათ დაუმატოთ. ოჯახის წევრები ასეთი შესანიშნავი დესერტის წინაშე ცდუნებას ნამდვილად ვერ გაუძლებენ.