კეფირზე მომზადებული ღვეზელი: მსუბუქი, ჰაეროვანი და ისეთი გემრიელი, როგორც ბებიის გამომცხვარი

473

თუ საფუარის ცომის მომზადების დრო არ გაქვთ, Gastronomia.ge-ს რედაქცია გთავაზობთ კეფირზე მომზადებული ღვეზელის რეცეპტს. საფუარის ღვეზელის შესანიშნავი ალტერნატივაა. ძალიან გემრიელი და ჰაეროვანი გამოდის. თუ ორიგინალური და გემრიელი შიგთავსით გაავსებთ, კონკურენტი არ ეყოლება! როგორც ცხელი, ასევე ცივი სახით გემრიელია და სუფრიდან მალე ქრება.

ინგრედიენტები:

  • 1,5 ჭიქა კეფირი
  • ½ ჩ/კ მარილი
  • 1 საშუალო კვერცხი
  • 1 ჩ/კ შაქრის ფხვნილი
  • ½ ჩ/კ სოდა
  • 0,5–ზე ცოტა მეტი ფქვილი
  • 80 მლ მცენარეული ზეთი

ცომის მომზადება:

  1. კეფირი მაცივრიდან წინასწარ გამოიღეთ და ოთახის ტემპერატურამდე შეთბობას დაელოდეთ.
  2. კვერცხი ღრმა თასში ათქვიფეთ, კეფირი, მარილი, შაქარი და სოდა დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
  3. მცენარეული ზეთი დაუმატეთ და ხის კოვზით აურიეთ.
  4. თანდათან მცირე ულუფებად წვრილ საცერში გაცრილი ფქვილი დაუმატეთ. პროცესში ცომს აურიეთ, რომ გოროხები არ წარმოიქმნას. როგორც კი, ცომი გასქელდება, სამუშაო ზედაპირზე გადაიტანეთ და ხელით მოზილეთ.
  5. ცომი ელასტიური და რბილი უნდა გამოვიდეს, ხელზე ოდნავ უნდა გეკვროდეთ.
  6. ცომი დაამრგვალეთ, თასში ჩადეთ და ერთი საათით გააჩერეთ, რომ ამოვიდეს.

ღვეზელის ფორმირება და შეწვა:

  1. დანიშნული დროის გასვლის შემდეგ ცომი ამოიღეთ და რამდენიმე თანაბარ ნაწილად გაანაწილეთ.
  2. თითოეული ნაწილი საგორავით გააბრტყელეთ და თანაბარ რგოლებად დაყავით. თითოეული რგოლი დაამრგვალეთ.
  3. ახლა თითოეული მრგვალი ფორმიდან ხელით კვერი გააკეთეთ. შუაში 1 ს/კ წინასწარ მომზადებული შიგთავსი ჩადეთ.
  4. ცომის კიდეები თითებით შეკარით. ასე მოამზადეთ სხვა ღვეზელიც. ნაკერით ქვემოთ დადეთ.
  5. ღრმა ტაფაზე მცენარეული ზეთი კარგად გააცხელეთ და ღვეზელები მოათავსეთ.
  6. თავდახურულ ტაფაზე ორივე მხრიდან შეწითლებამდე საშუალო ცეცხლზე შეწვით.
  7. მზა ღვეზელი დიდ, ბრტყელ თეფშზე დააწყვეთ და სუფრაზე გაიტანეთ.
  8. საოცარი არომატი მთელ სახლში გავრცელდება და ყველას შეკრებს!
  9. დარწმუნებული იყავით, რომ 15 წუთში თეფშზე მხოლოდ რამდენიმე ღვეზელი დარჩება.

გემრიელად მიირთვით!