ძალიან რბილი და ფაფუკი ფუნთუშები, რომელიც მთელს ოჯახს ეყოფა

564

მე ამ რეცეპტს შემთხვევით გადავაწყდი, დამაინტერესა და ვცადე ამ ფუნთუშების მომზადება. მთელი ოჯაზი აღფრთოვანებული დარჩა ამ ფუნთუშებისგან.

ამ ცომთან მუშაობა ძალიან მარტივია. მე ვაძლევ პურის ფორმას, ამიტომაც ძალიან ორიგინალურია.

ინგრედიენტები

  • 125მლ წყალი
  • იგივე რაოდენობის კეფირი
  • იგივე რაოდენობი მცენარეული ზეთი
  • სუფრის კოვზი შაქარი
  • 5გ საფუარო
  • 1 კვერცხი
  • 0,5კგ ფქვილი
  • შიგთავსი თქვენი გემოვნებით

მომზადება

წყალი, კეფირი და ზეთი მოათავსეთ ჯამში, მოურიეთ. დაუმატეთ კვერცხის ცილა, საფუარი, შაქარი და მარილი. მოურიეთ და ნელ-ნელა ჩაყარეთ ფქვილი (გაცრილი), მოზილეთ ცომი. უნდა გამოგივიდეთ რბილი და ოდნავ წებოვანი ცომი.

უნდა დაელოდოთ დაახლოებით 1 საათი – სანამ ცომი ამოვა. ამასობაში მოამზადეთ შიგთავსი. მე ავირჩიე კარტოფილის შიგთავსი.

ჩაზილეთ ამოსული ცომი და დაყავით რამდენიმე ნაწილად – 7 ან 12 ნაწილად.

გააბრტყელეთ, მოათავსეთ შიგთავსი და კარგად შეფუთეთ ისე, როგორც ფოტოზეა.

წაუსვით კვერცხის გული და ლამაზად ჩაჭერით, როგორც პური. დაელოდეთ 15 წუთი.

გაოაცხეთ 180 გრადუსზე 30 წუთი.

გემრიელად მიირთვით!