ნიგვზით შეზავებული უგემრიელესი კუჭმაჭი

2983

კუჭმაჭი ძალიან გემრიელი კერძი გახლავთ. ის ქართული სადღესასწაულო სუფრის განუყოფელი ნაწილია. კუჭმაჭი შეიძლება მოვამზადოთ როგორც ღორის, ასევე საქონლის  გულ-ღვიძლისგან.

ინგრედიენტები:

  • ღორის გულ-ღვიძლი  1 კგ
  • ნიგოზი – 300 გ
  • ხახვი – 2-3 თავი
  • ნიორი -3-4 კბილი
  • ქონდარი – 50 გ
  • ბროწეული 1/2 ჩაის ჭიქა
  • ხმელი სუნელი და ზაფრანა 1-1 ჩაის კოვზი
  • წიწაკა, ძმარი და მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. ღორის ან გოჭის გულ-ღვიძლი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი ისე, რომ ხორცი დაიფაროს და მოვხარშოთ. მოხარშული გულ-ღვიძლი გადავიღოთ საწურზე და გავაცივოთ.
  2. დავჭრათ პატარა ოთხკუთხედ ნაჭრებად. ბულიონი დროებით შევინახოთ.
  3. ერთად დავნაყოთ ნიგოზი და ნიორი.
  4. დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქონდარი (ქონდარი შეიძლება დაფქულიც), დაფქული ზაფრანა, ხმელი სუნელი, წიწაკა და მარილი. ავურიოთ კარგად. გავხსნათ ცოტაოდენ  ბულიონში, დავამატოთ ძმარი და მომზადებული საკმაზი და ავურიოთ მოხარშულ გულ-ღვიძლს.
  5. თუ კუჭმაჭი მშრალი გამოვიდა შეიძლება ბულიონის დამატება.
  6. ბოლოს დავამატოთ ბროწეულის მარცვლები.

ასე მზადდება საქონლის კუჭმაჭიც.