ხორცის წვნიანი ბურთულები ბრინჯით და ბოსტნეულით

1149

დამღლელი სამსახურის გამო ხშირად ვერ ვახერხებ სამზარეულოში ფუსფუსს. მირჩევნია სწრაფი კერძები მოვამზადო. ხორცის ბურთულები ბრინჯით – ყველაზე იდეალური ვარიანტია.

საღამოს ვახშმისთვის ხშირად ვამზადებ ამ კერძს. ოჯახის წევრებს ძალიან მოსწონთ.

ინგრედიენტები

  • ღორის ფარში 400გ
  • ბრინჯი 200გ
  • ხახვი 2 ცალი
  • პომიდორი 2 ცალი
  • ბულგარული წიწაკა 150გ
  • ნიახური 80გ
  • კარრი 0,5 ჩაის კოვზუ
  • მარილი
  • მწვანილი
  • შავი წიწაკა
  • მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1.ბურთულების მოსაზმადებლად დაგჭირდებათ ფარში (ნებისმიერი). გაასუფთავეთ ხახვი და დაჭერით წვრილად. მოაყარეთ ფარშს.

2.მასას დაუმატეთ მარილი და წიწაკა გემოვნებით. მოზილეთ ფარში ხელით და მიეცით ბურთულების ფორმა. დაიწყეთ ბოსტნეულის მომზადება. დაჭერით წვრილად.

3.დარჩენილი ხახვი, წიწაკა და ნიახურიმოთუშეთ ზეთშ დარბილებამდე. ტაფაზე მოათავსეთ პომიდორი. მოამზადეთ რამდენიმე წუთი.

4.ბოსტნეულს დაუმატეთ ხორცის ბურთულები. არ მოურიეთ. მოამზადეთ 3 წუთი. როცა ფარში გამკვრივდება მაშინ მოურიეთ ინგრედიენტებს. მოაყარეთ უმი ბრინჯი.

5.მოასხით წყალი, ისე რომ დაიფაროს ყველადერი. მოთუშეთ 40 წუთი, მოაყარეთ სანელებლები.

გემრიელად მიირთვით!