იმერული კუჭმაჭი, რომელსაც ადგილობრივ დიალექტზე ახალაკმახალაკსაც ეძახიან, ღორის ან ხბოს კარგად გასუფთავებული გულ-ღვიძლისგან მზადდება და ფართოდ გავრცელებული ცივი ხემსეულია.
ინგრედიენტები:
- ღორის ან ხბოს გულ-ღვიძლი – 500 გ
- ნიგოზი – 150-200 გ
- ხმელი ქინძი – 2 ს.კ.
- ქონდარი – 1,5 ს.კ.
- უცხო სუნელი – 2 ს.კ.
- დაღერღილი წითელი წიწაკა – 1 ჩ.კ.
- ნიორი – 4-5 კბილი
- ძმარი – 40 მლ
- ბროწეული – 1 ცალი
- ხახვი – 2-3 თავი
- ზეთი – 50 მლ
- მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
მოხარშეთ გულ-ღვიძლი და 2-3 სმ ზომის ნაჭრებად დაჭერით. კუბებად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ზეთში და დაამატეთ გულ-ღვიძლის მასას, შემდეგ – გატარებული ნიგოზი, ხმელი ქინძი, ქონდარი, უცხო სუნელი, გახეხილი ნიორი, ძმარი, მარილი, დაღერღილი წითელი წიწაკა და კარგად აურიეთ.
სუფრასთან მიტანამდე გააფორმეთ ბროწეულის მარცვლებით.