თევზის ნამცხვარი “ნაპოლეონი” – ორიგინალური რეცეპტი, რომელიც ძალიან მოგეწონებათ…

1550

დიახ, არ მოგესმათ! დღეს ჩვენს ერთგულ მკითხველს ორიგინალურ რეცეპტს ვთავაზობთ. თუ მას ერთხელ მაინც მოამზადებთ, დამერწმუნეთ ის აუცილებლად გახდება თქვენი ფავორიტი ნამცხვარი. თევზი და ტკბილეული საოცრად ერწყმის ერთმანეთს…

ინგრედიენტები:

  • უფხო ნედლი თევზი – 1 კილოგრამი
  • ფრანგული ფუნთუშა რძეში დამბალი – 1 ცალი
  • ზეთი – 100 გრამი
  • კვერცხი – 1 ცალი
  • ნუში – 100 გრამი
  • მუსკატის კაკალი – ნახევარი
  • ორცხობილა – 2 ცალი
  • რომი ან კონიაკი – 2 სუფრის კოვზი
  • მარილი – გემოვნების მიხედვით

მომზადების წესი:

  1. ზუთხი, ლოქო, ქამბალა ან სხვა რომელიმე უფხო თევზი მოვხარშოთ მარილწყალში, გავაცივოთ და დავჭრათ ნაჭრებად.
  2. რძეში დამბალი ფრანგული ფუნთუშა ჯერ გავწუროთ, შემდეგ შევურიოთ ზეთი, კვერცხი და კარგად გავსრისოთ. ამაშივე ჩავურიოთ დანაყილი ან დაჩეჩქვილი ნუშის გულები. თუ ნუში არ გვაქვს, შეიძლება გამოვიყენოთ მოხალული ნიგოზი.
  3. ავიღოთ დაბალი, ფართოფსკერიანი ქვაბი, მოვასხათ ზეთი, მოვაყაროთ დანაყილი ორცხობილა.
  4. ქვაბში ჩავდოთ ამ ფარშის ერთი ფენა, მუსკატის კაკალი, წვრილად დაჭრილი თევზი და ისევ ფარში. ზემოდან მოვაყაროთ ორცხობილა, ჩავასხათ კონიაკი ან რომი და შევდგათ ჰაერღუმელში. გამოვაცხოთ, როგორც ნამცხვარი.

ამ კერძთან შეიძლება ცალკე მივიტანოთ არაჟნისა და პამიდვრის საწებელი.