კარტოფილი ლორით ფოლგაში

958

ბუნებაში დასვენებისას ყოველთვის თან მიმაქვს ლორი და კრატოფილი. მწვადთან ერთად ამ ინგრედიენტებით უგემრიელესი გარნირი გამომდის.

ამ კერძის მომზადება სახშიც შეგიძლიათ.

ინგრედიენტები

  • კარტოფილი 8-10 ცალი
  • ლორი 60გ
  • მარილი გემოვნებით
  • შაი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.კარგად გარეცხეთ და გააშრეთ კარტოფილი.

2.დაჭერით ლორი.

3.თითოეული კარტოფილისთვის მოამზადეთ ფოლგის ნაჭერი.

4.კარტოფილი გაჭერით შუაზე, მოათავსეთ ლორი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა, შეფუთეთ ფოლგაში.

5.გამოაცხეთ 200 გრადუსზე 45-50 წუთი.

გემრიელად მიირთვით!