სკუმბრია შამფურზე: მწვადის არომატული და წვნიანი ალტერნატივა, რომელიც სიცხარით გაგაოცებთ

504

პიკნიკზე მწვადი კლასიკაა, რომელმაც უკვე მობეზრება მოასწრო. თუ ექსპერიმენტები გსურთ, რაღაც ახალი სცადეთ. სკუმბრია შამფურზე კერძია, რომელიც ღორის ნაზ მწვადსაც დაჩრდილავს. თევზი საოცრად წვნიანი, ცხარე და არომატული გამოდის!

ეს პიკანტური მარინადის დამსახურებით, რომელშიც სკუმბრია მხოლოდ 30 წუთი უნდა გააჩეროთ. ამ დროში სანელებლების არომატს შთანთქავს და საოცარ გემოს იძენს. არ დაზოგოთ დაფქული კოჭა, ტკბილი პაპრიკა, სოიოს სოუსი და ლიმონი. მათი წყალობით უბრალო თევზი კულინარიულ დახვეწილობად იქცევა!

სკუმბრია შამფურზე: როგორ მოვამზადოთ

სანაქებო კერძი რომ მიიღოთ, მთავარი ინგრედიენტი ფრთხილად მოამზადეთ. სკუმბრიის დაჭრისას არ იჩქაროთ. ფილე არ უნდა დააზიანოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ლამაზ რულეტებს ვერ მიიღებთ. ამ ეტაპზე დიდი ყურადღება გმართებთ.

ინგრედიენტები:

  • 4 სკუმბრია
  • 2 ს/კ სოიოს სოუსი
  • 1 ჩ/კ პაპრიკა
  • მწიკვი მარილი
  • 1 ლიმონი
  • 1 ჩ/კ დაფქული კოჭა
  • 30 გ მზესუმზირის ზეთი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. სკუმბრია ფილედ დაყავით.

2. ღრმა თასში სოიოს სოუსი და მზესუმზირის ზეთი აურიეთ. დაფქული კოჭა, ტკბილი პაპრიკა, მარილი და დაფქული შავი წიწაკა დაუმატეთ.

3. ლიმონი კარგად გარეცხეთ. ცედრა წვრილად გახეხეთ. ნახევარი ციტრუსის წვენი გაწურეთ. წვენი და ცედრა დანარჩენ ინგრედიენტებს დაუმატეთ და აურიეთ. მიღებულ ნარევში სკუმბრიის ფილე დაამარინადეთ. პარკი დააფარეთ და მაცივარში ნახევარი საათი შეინახეთ.

4. თევზის ნაჭრები რულეტივით დაახვიეთ. შემდეგ შამფურზე აცმა დაიწყეთ.

5. სკუმბრიის რულეტები მაყალზე გადაიტანეთ. მომზადებამდე შეწვით.

ასეთი წვნიანი თევზი გრილზე მომზადებულ ყაბაყთან ერთად იდეალურია. დიდებული კომბინაცია გამოდის. სურვილის შემთხვევაში, გამოიყენეთ სხვა ბოსტნეული, რომელიც არომატული სკუმბრიისთვის იდეალური გარნირის როლს შეასრულებს.