როგორ ვაქციოთ მოხარშული ხორცი წარმოუდგენლად გემრიელ კერძად

3250

როგორც წესი, ღორის ხორცს წვავენ, აცხობენ ან თუშავენ. მოხარშლუს კი დიდად არ წყალობენ. მაგრამ მისგან უგემრიელესი ცივი ხემსის მომზადება შეიძლება განსაკუთრებული მარინადის წყალობით. მისი მომზადება იოლია, თუმცა უნდა დაელოდოთ, სანამ სუნელები სრულად შეიწოვება.

ამ ხემსისთვის ასევე გამოდგება საქონლის ხორციც, ან საქონლისა და ღორის ენებიც. თუ ქინძი არ გიყვართ, ჩაანაცვლეთ ნიახურით ან სხვა მწვანილით.

ინგრედიენტები

  • 500 გრ ღორის ხორცი
  • 4 ც მიხაკი
  • 2 დაფნის ფოთოლი
  • 3 ც შავი პილიპილის კაკალი
  • 1 ც წიწაკა ჩილი
  • 50 მლ წყალი
  • 1 კონა ქინძი
  • 2 ს.კ. ბალზამიკოს ძმარი
  • 90 მლ ლიმონის წვენი
  • 3 ს.კ. შაქარი
  • 1,5 ს.კ. მარილი
  • 4 ს.კ. ზეითუნის ზეთი
  • 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი
  • 0,5 ჩ.კ. მაიორანი
  • 0,25 ჩ.კ. დაღერღილი წითელი პილპილი
  • 1 ჩ.კ. ხმელი ოხრახუში

მომზადება

1. მდუღარე წყალში ჩადეთ მთლიანი ხორცი, დაუმატეთ მთლიანი გაფცქვნილი ხახვი, მიხაკი, დაფნის ფოთოლი, პილპილის კაკლები და ხარშეთ 30 წუთი საშუალო ცეცხლზე.  შემდეგ დაუმატეთ მარილი და კიდევ 10 წუთი ხარშეთ. ჩაჭერით ხორცი, თუ ვარდისფერი წვენი გადმოიღვარა, ე.ი. ჯერ მზად არ არის და კიდევ რამდენიმე ხანი მოამზადეთ.

2. შეურიეთ 50 მლ წყალი, ზეთი, ლიმონის წვენი, ბალზამიკო, სუნელები, შაქარი, მარილი.

3. დაჭერით ხახვი ალყა-ალყა.

4.ამოიღეთ ხორცი და დაჭერით საშუალო ნაჭრებად.

5. მოათავსეთ ჭურჭელში ხორცი და ხახვი ფენა-ფენა, დაასხით მარინადი, დააფარეთ ცელოფანი და შედგით მაცივარში მინიმუმ 4 საათით, საუკეთესო ვარიანტია – მთელი ღამით. დაჭერით წიწაკა ჩილი.

ლამაზად დააწყვეთ ხორცი თეფშზე, მოაყარეთ დაჭრილი წიწაკა, მწვანილი. გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს, რათა მათაც ისიამოვნონ ამ შესანიშნავი კერძით!