ვაშლის სამარხვო სოუსის რეცეპტი

1872

ყველამ ვიცით, რომ მაიონეზი თუნდაც სახლში ნატურალური პროდუქტებით მომზადებული მაინც არ არის ჯანმრთელობისათვის სასარგებლო პროდუქტი. ამის მიუხედავად ის მაინც ინარჩუნებს პოპულარობას.

დღეს ჩვენი რედაქცია გაგიზიარებთ მაიონეზის ალტერნატიული სოუსის რეცეპტს, რომელიც სულაც არ ჩამოუვარდება სახელგანთქმულ მაიონეზს, პირიქით ის გემოთი ჯობია კიდეც.

ვაშლის სოუსის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 3 ცალი მჟავე ვაშლი
  • 1 სუფრის კოვზი მზა მდოგვი
  • 1 სუფრის კოვზი ლიმონის ძმარი
  • 1,5 ჩაის კოვზი შაქარი
  • 1 ჩაის კოვზი მარილი
  • 100მლ მზესუმზირის ზეთი

მომზადება

1.გათალეთ ვაშლი.

2.გამოაცხვეთ ღუმელში მათ დარბილებამდე.

3.გამომცხვარი ვაშლი გახეხეთ.

4.ათქვიფეთ ბლენდერით.

5.დაუმატეთ მდოგვი, ლიმონის წვენი, წიწაკა, მარილი და შაქარი, გააგრძელეთ მისი თქვეფა.

6.იმისათვის, რომ სოუსი მომზადებისას არ შესქელდეს რამდენიმეჯერ დაუმატეთ ცოტაოდენი მცენარეული ზეთი.

7.ვაშლის “მაიონეზი” მზადარის. გემრიელად მიირთვით!

თქვენ გამოგივათ ჰაეროვანი, მსუბუქი და გლუვი სოუსი. ის ვაშლის პიურესთან შედარებით ძალიან ღია ფერისაა და მისგან განსხვავებული კონსისტენცია აქვს. მერწმუნეთ თქვენი ოჯახის წევრები ვერასოდეს მიხვდებია რისგან მოამზადეთ ეს საოცარი სოუსი.