კომბოსტოს ყიდვას ვერ ავუდივარ, მისგან იმდენად გემრიელ კერძს ვამზადებ, რომ უმალვე მთავრდება

14261

დღეს კომბოსტოსგან მოვამზადებთ უგემრიელეს კატლეტებს. ბოლო დროს ხშირად ვყიდულობ კომბოსტოს, რადგან ეს ბოსტნული სავსეა ვიტამინებით.

თერმული დამუშავებისასაც კი არ კარგავს ეს ბოსტნეული მასში შემავალ სასარგებლო ელემენტებს. მოხარშულიც და შემწვარიც ძალიან სასარგებლოა.

ვამზადებ კომბოსტოს კატლეტებს ხორცითაც და მის გარეშეც. საოცარი არომატი ტრიალებს სამზარეულოში ამ კერძის მზადებისას.

რეცეპტი 1

კომბოსტოს კატლეტები ხორცით, გამოდის ძალიან თხელი. ერთი შეხედვით ეს კატლეტი ხორცის გეგონებათ. სამზარეულოში დატრიალებული არომატი ჭკუიდან გადაგიყვანთ.

ინგრედიენტები

  • კომბოსტო 500გ
  • ფარში 600გ
  • კვერცხი 1 ცალი
  • ხახვი 2 ცალი
  • პარმეზანი 50გ
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.კომბოსტო და ხახვი დაჭერით წვრილად.

2.ჯამში მოათავსეთ დაქუცამცებული კომბოსტო და ხახვი, დაუმატეთ ფარში, კვერცხი, მარილი, წიწაკა. წვრილად გახეხეთ ყველი (მის გარეშეც ძალიან გემრიელი გამოდის).

3.კარგად მოურიეთ მასას და გახადეთ ერთგვაროვანი.

4.მიეცით ფორმა კატლეტებს.

5.ტაფაზე გააცხელეთ ზეთი. კატლეტები ამოავლეთ ფქვილში(შეგიძლიათ გამოიყენოთ საფანელი) და შეწვით ორივე მხრიდან საშუალო ცეცხლზე თავდახურული.

6.კატლეტები შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ თუ თქვენ მის მზაობაში ეჭვი გეპარებათ უბრალოდ დამატებით შეწვით ცოტახანი ტაფაზე. ან შეგიძლიათ გამოაცხოთ საცხობ ფორმაში 15 წუთი.

კატლეტები გამოდის საოცრად რბილი და არომატული.

გემრიელად მიირთვით!

რეცეპტი 2

კომბოსტოს კატლეტები უხორცოდ, სასარგებლო და ყველასათვის ხელმისაწვდომია. გამოდის ძალიან წვნიანი ხრაშუნა ქერქით.

ინგრედიენტები

  • კომბოსტო 700გრ
  • მანანის ბურღული 5 სუფრის კოვზი
  • კვერცხი 2 ცალი
  • ხახვი 2 ცალი
  • კარაქი 30-40გ
  • მარილი 1 ჩაის კოვზი
  • წიწაკა და გამომშრალი მწვანილი

მომზადება

  1. წვრილაად დაჭერით კომბოსტო, მოხარშეთ ადუღებიდან 5-10 წუთი. გააგრილეთ, გადაასხით წყალი და კარგად გამოწურეთ.
  2. წვრილად დაჭერით ხახვი და მოთუშეთ კარაქში.
  3. გამოწურულ კომბოტსო დაუმატეთ მოთუშული ხახვი, კვერცხი, მანანის ბურღული, მარილი, სანელებლები (წიწაკა, კამა, ოხარხუში, ნიორი) გემოვნებით და კარგად მოურიეთ, თუ მასა თხელია მოაყარეთ მანანის ბურღული. დაასვენეთ 7-10 წუთი, რათა მანანის ბურღული ამოფუვდეს და ამის შემდეგ შეგიძლიათ მიცეთ კატლეტებს ფორმა.
  4. შეწვით საშუალო ცეცხლზე ორივე მხრიდან. ძალიან სწრაფად იწვება, ერთი ულუფა ინგრედიენტებიდან გამოდის 12-13 ცალი.
  5. ასეთი კატლეტები დამოუკიდებელ კერძად შეგიძლიათ წარადგინოთ ან გარნირად ხორცთან. ძალიან უხდება მდოგვი, არაჟანი, სოკოს, პომიდვრის ან ყველის სოუსი.

რეცეპტი 3

უგემრიელესი სალათი პომიდვრით და კომბოსტოთი. ყველა მთხოვს ამ კერძის რეცეპტს. ძალიან გემრიელი და სწრაფად მზადებადი სალათი შეგიძლიათ რამდენიმე დღე შინახოთ მაცივარში.

ინგრედიენტები

  • კომბოსტო 500გ
  • პომიდორი 2-3 ცალი
  • ნიორი 2-3 კბილი
  • მცენარეული ზეთი 3-4 სუფრის კოვზი
  • მარილი 0,5 ჩაის კოვზი
  • მწვანილი გემოვნებით

მომზადება

დააქუცმაცეთ კომბოსტო წვრილად, მოათავსეთ ჯამში (მე კომბოსტოს ყოველთვის ხელით ვაქუცმაცებ წვენის გამოყოფამდე, ის რბილი და წვნიანი რჩება), დაჭერით პომიდორი, დაჭყლიტეთ ნიორი, მოაყარეთ მარილი და მწვანილი გემოვნებით, მოასხით მცენარეული ზეთი და მოურიეთ.

უგემრიელესი პიკანტური სალათი მზად არის. გემრიელად მიირთვით!