სახლში გამომცხვარი პურის საუკეთესო რეცეპტი, რომელიც წარმოუდგენელ გემოს და არომატს ფლობს

1374

სახლში გამომცხვარი პური არა უბრალოდ კერძია. ახალი გამომცხვარი პური წარმოუდგენელ გემოს და არომატს ფლობს, რომლითაც მთელი სახლი ივსება. სწორედ ამიტომ, თითოეულმა დიასახლისმა მისი გამოცხობა უნდა ისწავლოს.

რედაქციამ თქვენთვის შინაურული პურის საკმაოდ მარტივი რეცეპტი მოამზადა. თქვენ მინიმალური ინგრედიენტები და რამდენიმე საათი დაგჭირდებათ. შედეგი ამად ნამდვილად ღირს! ოჯახის წევრები გაახარეთ გემრიელი პურით, რომელსაც მაღაზიაში ვერ იყიდით!

სახლში გამომცხვარი პური

ინგრედიენტები:

  • 650 მლ თბილი წყალი
  • 1 ჩ/კ შაქარი
  • 2 ჩ/კ მარილი
  • 2,5 ჩ/კ მშრალი საფუარი
  • 1 კგ ფქვილი

მომზადება:

  1. რბილი ცომი მოზილეთ, ნელ-ნელა ინგრედიენტები დაუმატეთ. იმდენი ფქვილი მოაყარეთ, რამდენიც დასჭირდება. შესაძლოა 1 კგ ფქვილზე ნაკლები დაგჭირდეთ. შემდეგ ცომი თბილ ადგილას დადეთ, რომ ამოვიდეს.
  2. როცა ცომი კარგად ამოვა, 2 თანაბარ ნაწილად გაყავით. ცომის ერთი ნაწილი ფორმაში მოათავსეთ, ცოტა ხნით გააჩერეთ.
  3. პური 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით აცხვეთ.

რეცეპტი წლების მიერ გამოცდილია, ასე რომ ასეთი გემრიელი პურის მომზადება თავადაც სცადეთ. რეცეპტი მეგობრებს სოციალურ ქსელში აუცილებლად გაუზიარეთ.