გეპატიჟებით ტყემლის დეგუსტაციაზე – ნამდვილი ქართული გემო!

757

ტყემალი ძალიან უხდება ხორცს, თევზს და ბოსტნეულს. მართლაც უნივერსალური სოუსია!

დღეს მინდა ტრადიციულ რეცეპტს ცოტა გადავუხვიო და მოვამზადო განსხვავებული ტყემალი.

ტყემალი ალუჩით და არა ქლიავით: შეეგებეთ და დატკბით!

ინგრედიენტები

  • 1კგ ალუჩა
  • 10გ მარილი
  • 25გ შაქარი
  • წიწაკა ჩილი
  • 10გ კაკალი ქინძი
  • 10გ უცხო სუნელი
  • 3 კბილი ნიორი
  • 30გ კამა
  • 20გ ქინძი
  • 100მლ წყალი
  • მცენარეული ზეთი

მომზადება

1.გარეცხეთ ალუჩა. ქვაბში ჩაყარეთ ქინძი და კამა, ზემოდან მოაყარეთ ალუჩა. დაასხით წყალი და მოხარშეთ საშუალო ცეცლზე 25-35 წუთი.

2.გაგრილებული ალუჩა გამოწურეთ.

3.მადისაღმძვრელი მაგრამ არასრულად მზა პიურე დატოვეთ ცეცხლზე. მოაყარეთ მარილი, შაქარი, ნიორი და წიწაკა. არ დაგავიწყდეთ უცხო სუნელი და ქინძი. მთავარია არ გადაადუღოთ სოუსი.

4.გაასტერილეთ ქილები. ჩაასხით ცხელი ტყემალი და 1 სუფრის კოვზი ზეთი. გემოსთან ზეთს არანაერი კავშირი არ აქვს. ის დაიცავს სოუსს დაბინძურებისგან და ბაქტერიებისგან. შეინახეთ ქილები გრილ ადგილას.

ეს ინგრედიენტები გათვლილია 1კგ სოუსზე. თქვენ შეგიძლიათ გაზარდოთ ინგრედიენტები და მოამზადოთ სოუსი ზამთრის მარაგისთვის.

გემრიელად მიირთვით!