კაკაოსგან მომზადებული დესერტი, რომელიც არ ავნებს თქვენს ფიგურას

590

თუ გაყინვის დროს არ ჩავთვლით, თვითონ სუფლე მზადდება 5 წუთში. მსუბუქი შოკოლადის დესერტი ძალიან მოეწონებათ სწორი კვების მიმდევრებსაც. შაქარი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ ნაკლებად კალორიული დამატკბობლით.

ინგრედიენტები

  • რიაჟენკა 300გ
  • შაქარი 2 ჩაის კოვზი
  • კაკაო 2 ჩაის კოვზი
  • ჟელატინი 10გ
  • წყალი 50მლ

მომზადება

1.რიაჟენკას დაუმატეთ შაქარი და კაკაო.

2.ათქვიფეთ ბლენდერით ისე, რომ ზედაპირზე ბუშტუკები გაჩნდეს.

3.ჟელატინს მოასხით ცივი წყალი და დაელოდეთ 10 წუთი. გაალღვეთ და დაუმატეთ რიაჟენკას. კარგად მოურიეთ.

4.დესერტი ჩაასხით ფორმებში და შეინახეთ მაცივარში 2-3 საათი.

გემრიელად მიირთვით!