ხახვის კატლეტს ახლა იშვიათად ამზადებენ და სულ ტყუილად. ბიუჯეტური კერძი

1127

ადრე დიასახლისები ამ რეცეპტს სამზარეულოში ხშირად იყენებდნენ, მაგრამ ახლა დაივიწყეს და სულ ტყუილად. ხახვის კატლეტი ძალიან გემრიელი და ბიუჯეტური კერძია. მისი მომზადება შეგიძლიათ მაშინ, როცა ფარში არ გაქვთ, მაგრამ გემრიელი სადილით ახლობლების გამასპინძლება ძალიან გსურთ. ასეთი კატლეტი ნებისმიერ გარნირს უხდება. Gastronomia.ge–ს რედაქცია ხახვის კატლეტის რეცეპტს გიზიარებთ.

ინგრედიენტები:

  • 2 მსხვილი ხახვი
  • 1 მსხვილი კარტოფილი
  • 3 ს/კ მანანის ბურღული
  • მარილი, წიწაკა და სხვა სანელებელი გემოვნებით
  • მწვანილი კამა გემოვნებით
  • 1 ლ პომიდვრის წვენი

მომზადების წესი:

  1. ხახვი წვრილად დაჭერით. კარტოფილი წვრილ სახეხზე გახეხეთ.
  2. ხახვი და კარტოფილი აურიეთ. მარილი და წიწაკა გემოვნებით მოაყარეთ. დაჭრილი კამა დაუმატეთ. გემოს გასაუმჯობესებლად და განსაკუთრებული არომატისთვის 1 ს/კ სოიოს სოუსი სურვილისამებრ დაუმატეთ.
  3. ხახვი–კარტოფილის მასას მანანის ბურღული დაუმატეთ და 15 წუთით გააჩერეთ, რომ მარცვლეული გასივდეს. ახლა კატლეტის ფორმირება დაიწყეთ.
  4. მცენარეული ზეთი გააცხელეთ და კატლეტი ორივე მხრიდან შეწითლებამდე შეწვით.
  5. ყველა კატლეტი ქვაბში ან მაღალ გვერდებიან ფორმაში გადაიტანეთ, 1 ლ პომიდვრის წვენი დაასხით და სუსტ ცეცხლზე 20 წუთით თუშეთ. მეორე ვარიანტი: 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15 წუთით აცხვეთ.
  6. ბიუჯეტური კერძი მზადაა, გემრიელად მიირთვით!

მსგავსი კატლეტი შეგიძლიათ სოკოთი მოამზადოთ. სოკო საშუალო სისქეზე დაჭერით, ცალკე შეწვით და მცენარეული ზეთისგან დაწურეთ. შემდეგ ძირითად ინგრედიენტებს აურიეთ. კარგია, თუ ამ მასას კვერცხსაც დაუმატებთ.