როგორ მოვამზადოთ დესერტი პროდუქტისგან, რომლისგანაც როგორც წესი გარნირს ამზადებენ

829

კარტოფილი უამრავ ქვეყანაში ძალიან პოპულარული პროდუქტია. მისგან როგორც წესი გარნირებს ამზადებენ. ჩვენ კი გვსურს რაიმე ორიგინალური შემოგთავაზოთ!

ამერიკაში კარტოფილის დესერტი დიდი დეპრესიის დროს გახდა პოპულარული, როცა უამრავი პროდუქტი დეფიციტში იყო. მაგრამ ამ კერძს ახლაც ამზადებენ. ეს გახლავთ ნაზი, საღეჭი და მოსამზადებლად უმარტივესი კანფეტები.

ინგრედიენტები

  • 2 ც კარტოფილი
  • 6 გრ შაქრის პუდრი
  • 100 გრ არაქისის კარაქი
  • 1 ს.კ. რძე
  • 1 ჩ.კ. ვანილინი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება

1. გათალეთ, დაჭერით კუბებად და მოხარშეთ კარტოფილი, შემდეგ მოამზადეთ პიურე რძესთან, მარილთან და ვანილთან.

2. თანდათანობით დაუმატეთ შაქრის პუდრი და მოზილეთ ხელით: მასა ნამცხვრის ცომზე სქელი უნდა გამოვიდეს.

3. შექმენით ბურთულა, მოაყარეთ შაქრის პუდრი. გააბრტყელეთ პერგამენტის ქაღალდზე მართკუთხად (0,5 სმ სისქე).

4. ზედა ნაწილს კარგად მოაყარეთ შაქრის პუდრი, მოათავსეთ პერგამენტზე, გადააბრუნეთ და მოაცილეთ პერგამენტის ზედა ფენა.

5. წაუსვით არაქისის კარაქი, დაახვიეთ რულეტი პერგამენტიანად. შედგით მაცივარში 1 საათით, შემდეგ დაჭერით თხლად და მიირთვით ჩაისთან.

არაქისის კარაქი კლასიკური ინგრედიენტია, რომელიც ძალიან უყვართ ამერიკელებს. ის შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ შესქელებული რძით ან ჯემით. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!