შოკოლადის დესერტი ფქვილის და შაქრის გარეშე. 5 წუთში მზადაა

1256

ყველამ არ იცის, რომ მხოლოდ 2 ინგრედიენტით გემრიელი შოკოლადის დესერტი მზადდება. Gastronomia.ge-ს რედაქცია გირჩევთ, ერთხელ მისი მომზადება სცადოთ და შემდეგ უკვე მის მომზადებას ხშირად დაიწყებთ. როგორც უფროსებს, ასევე პატარებს ძალიან მოსწონთ. ძვირადღირებული პროდუქტები საჭირო არაა. ყველაფერი მარტივი და ხელმისაწვდომია.

ინგრედიენტები:

  • 200 გრ შოკოლადი
  • 300 გრ ბანანი
  • 1 ჩ/კ დარიჩინი

მომზადების წესი:

1. მწიფე, რბილი ბანანი აიღეთ, მაგრამ გადამწიფებული არ უნდა იყოს.

2. შოკოლადი გემოვნებით ათქვიფეთ. რძიანი ან შავი შოკოლადი თქვენი გემოვნებით გამოიყენეთ. დესერტი ნებისმიერ შემთხვევაში შეუდარებელი გამოდის.

3. შოკოლადი თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი მეთოდით გაადნეთ.

4. ბანანი გაასუფთავეთ, ნაჭრებად დაჭერით, შოკოლადი აურიეთ და მიქსერით ათქვიფეთ.

5. მასა ჭურჭელში გადაიტანეთ, თავსახური დაახურეთ და მაცივარში რამდენიმე საათით გააჩერეთ.

6. დესერტი მინიმალური პროდუქტებით ძალიან არომატული და გემრიელი გამოდის. ასეთი ტკბილეული სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით!

გემრიელად მიირთვით!