ბლინები მომგებიანი, ბიუჯეტური შიგთავსით, რომელიც იმდენად გემრიელია, რომ ნამდვილი ხორცისგან ვერავინ გაარჩევს

2269

თუ ოჯახთან ერთად ვახშმობა გადაწყვიტეთ და არ იცით რა მოამაზადოთ, ეს რეცეპტი სწორედ თქვენთვისაა. ბლინები ძალიან გემრიელი შიგთავსით – კერძი, რომელსაც საკმაოდ ხშირად ვამზადებ ოჯახის წევრებისთვის და მოულოდნელი სტუმრებისთვის.

დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით, თუ როგორ მოვამზადოთ ძალიან გემრიელი ბლინები ბიუჯეტური შიგთავსით. ისინი იმდენად გემრიელი და არომატული გამოდის, რომ ვერავინ მიხვდება თქვენს საიდუმლოს.

ამ ბლინების მოსამზადებლად თქვენ რამდენიმე უბრალო ინგრედიენტი დაგჭირდებათ, რომელიც უკვე მოიპოვება თქვენს სამზარეულოში. მარტივი რეცეპტით მომზადებული ეს ბლინები, პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით, იმდენად გემრიელი გამოდის, რომ ხორცის შიგთავსს არაფრით ჩამოუვარდება. ხშირად სტუმრები ვერც კი ხვდებიან, თუ რისგან არის მომზადებული ის.

ინგრედიენტები:

  • 2 საშუალო ზომის სტაფილო
  • 2 საშუალო ზომის ხახვი
  • 3 კვერცხი
  • 100 გრამი ხმელი ყველი
  • მარილი და პილპილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება: 

1. გაასუფთავეთ ბოსტნეული კანისგან და კარგად გარეცხეთ. ხახვი დაჭერით პატარა ზომის კუბიკებად, ხოლო სტაფილო გაახეხეთ წვრილ სახეხზე.

2. გააცხელეთ ტაფაზე მცენარეული ზეთი და შეუდექით ბოსტნეულის მოთუშვას მუდმივი მორევის პირობებში, 10-15 წუთის განმავლობაში. დაამატეთ რამდენიმე კოვზი წყალი, თუ სტაფილო საკმარისად წვნიანი არ არის.

3. როდესაც ბოსტნეული სათანადოდ დარბილდება, ჩაამატეთ ტაფაში კვერცხი, მოაყარეთ მარილი და პილპილი თქვენი გემოვნების მიხედვით. დატოვეთ დაბალ ცეცხლზე შიგთავსი კიდევ ხუთი წუთით. ურიეთ მუდმივად.

4. მზა ფარში გადაიტანეთ სუფთა ჭურჭელზე და დააყოვნეთ, სანამ ის ბოლომდე არ გაგრილდება.

5. ხმელი ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე და ჩაამატეთ ის კვერცხისა და ბოსტნეულის ფარშში.

6. დაახლოებით 1 ან 2 ს.კ. შიგთავსი მოათავსეთ ბლინის კუთხეზე და კარგად შეახვიეთ სურათზე ნაჩვენები ინსტრუქციის მიხედვით.

7. სუფრაზე მიტანამდე გააცხელეთ ბლინები ტაფაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. გემრიელად მიირთვით!

როგორც უკვე გითხარით, ამ ბიუჯეტური შიგთავსით მომზადებული ბლინები იმდენად გემრიელი და არომატული გამოდის, რომ მისი გარჩევა ნამდვილი ხორცის ბლინებისგან ძალიან რთულია. როდესაც მას დააგემოვნებთ, პირობას გაძლევთ, გემო და არომატი სასიამოვნოდ გაგაოცებთ.

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს მარტივი რეცეპტი და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!