ყველაზე სწრაფად მოსამზადებელი მწვადების რეცეპტი ძროხის ხორცისგან

1529

ეს მწვადები ქვანახშირზე ძალიან სწრაფად მზადდება, მთლიანობაში დაახლოებით 1 საათი დაგჭიდებათ, მთავარია მისთვის შეარჩიოთ ყველაზე რბილი და სწრაფად მოსამზადებელი ძროხის ხორცი.

ინგრედიენტები

  • 1-1,3 კგ ძროხის სუკები, მხრების რბილობი ან გავის ხორცები
  • 2 ც ტკბილი წითელი პილპილი
  • გამდნარი კარაქი და ზეითუნის ზეთი
  • მარილი, დაფქული შავი პილპილი

ინგრედიენტები ცხარე სალსასთვის

  • 1 ც ცხარე წითელი პილპილი ჩილი
  • 1 ც ხახვი
  • 2 ც ძალიან მწიფე პომიდორი
  • 1 ც ლაიმი

მომზადების წესი

1. გამდნარი კარაქი დაიყვანეთ ოთახის ტემპერატურამდე. ხორცი გაჭერით ჰორიზონტალურად 2 ნაწილად, შემდეგ თითოეული მათგანი-შუაზე ვერტიკალურად, შემდგომ კი 3,5-4 სმ-იან ნაჭრებად.

2. ხორცის ნაჭრებს მოაყარეთ მარილი და პილპილი, შემდეგ კი გამდნარი კარაქი მოასხით ზემოდან და ხელით კარგად აურიეთ. გადააფარეთ ხორცს ხელსახოცი და გააჩერეთ 30-60 წუთით.

3. სალსას მოსამზადებლად თხლად დაჭერით ხახვი და წიწაკა ჩილი. ლაიმის ცედრას და წვენს შეურიეთ ზეითუნის ზეთი, ხახვი და ჩილი, მოაყარეთ მარილი და მოურიეთ. პომიდორი დაჭერით პატარა კუბებად, დაუმატეთ ბოსტნეულის ნაზავს, მოაყარეთ პილპილი, გადააფარეთ ხელსახოცი და გააჩერეთ.

4. განათავსეთ ნახშირები მანგალზე-ისინი კარგად უნდა გაცხელდეს და ფერფლად უნდა იქცეს. ტკბილი პილპილი გაასუფთავეთ შიგთავსისგან და დაჭერით 3 სმ გვერდიან კვადრატებად. ხორცი და ტკბილი პილპილი წამოაცვით შამფურზე მონაცვლეობით.

5. შეწვით მწვადები მანგალზე 4 წუთით, მუდმივად გადაატრიალეთ. შემდეგ გადაიტანეთ თეფშზე და 10 წუთით გააჩერეთ. შემდეგ კვლავ შეწვით ნახშირზე 3-6 წუთით. შემდეგ კი “დაასვენეთ” 5 წუთით. მიირთვით სალსას სოუსთან ერთად.