ქათმის ბარკლები ლუდით. როცა ალკოჰოლი ორთქლდება, რჩება საუცხოო სოუსი და გემო

1990

ხორცის მარინადის უამრავი ვარიანტი არსებობს. შეგიძლია გამოიყენო სხვადასხვა სოუსები, სუნელები, მოასხა ღორის ან ქათმის ხორცს და დატოვო 2 საათით, ან მთელი ღამითაც. მაგრამ როდესაც ამდენი დრო არ გაქვს, არსებობს სხვა გზაც. ამისათვის უნდა იცოდეთ, როგორ მოამზადოთ ქათმის ბარკლები ტაფაზე. მაგრამ მხოლოდ ზეთში შეწვა საკმარისი არ არის.

სწრაფი მარინადისთვის გამოდგება უალკოჰოლო ლუდი, რომელიც განსაკუთრებულ არომატს სძენს ხორცს. თანაც, კუნთების ბოჭკოებში შეღწევით, ის საოცრად არბილებს მას. ვერცერთი მარინადი ვერ შეასრულებს ამ ამოცანას ასე სწრაფად.

ინგრედიენტები

  • 900 გრ ქათმის ბარკალი
  • 0,5 ლიტრი ლუდი
  • 3-4 ც ხახვი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 3-4 ს.კ. ზეთი
  • შავი პილპილი გემოვნებით

მომზადება

1. მოათავსეთ გარეცხილი ბარკლები ჯამში.

2. დაჭერით ხახვი ალყა-ალყა.

3. გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი და შეწვით ბარკლები სანამ შეიბრაწება.

4. დაასხით 250 მლ ლუდი, დააფარეთ თავსახური და ნელ ცეცხლზე მოთუშეთ 20 წუთის განმავლობაში.

5. დაამატეთ ხახვი, როცა დარბილდება, დაასხით დარჩენილი ლუდი, კვლავ დააფარეთ თავსახური და მოთუშეთ, სანამ სითხე არ აორთქლდება.

ასეთი კერძის მირთმევა ბავშვებსაც შეუძლიათ, რადგან მომზადებისას ალკოჰოლი ორთქლდება და აბსოლუტურად უსაფრთხოა, თანაც გემრიელი. შეინახეთ ეს რეცეპტი და გაუზიარეთ მეგობრებს!