კლასიკური მანის ნამცხვრის რეცეპტი

2752

არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სახლში გამომცხვარი არომატული ნამცხვრის გარდა, არაფერი გვრით ღიმილს სახეზე. ეს გასაკვირი არც არის, რადგან სახლში მომზადებული ნამცხვარი ყველაზე თბილი, გულწრფელი გამოხატულებაა იმ ადამიანების მიმართ სიყვარულისა, ვისთვისაც იგი გამოაცხვეს.

სწორედ ამიტომ, დღეს ჩვენი რედაქცია გასწავლით, როგორ მოამზადოთ უგემრიელესი მანის ნამცხვარი კეფირით. ეს დესერტი ყოველგვარ სტრესსა და მოწყენილობას დაგავიწყებთ, მოამზადეთ იგი და თავადვე დარწმუნდებით ამაში!

მანის ნამცხვრის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • 250 გრ მანის ფხვნილი
  • 250 გრ ფქვილი
  • 250 გრ შაქარი
  • 2 კვერცხი
  • 500 მლ კეფირი
  • 2 ს/კ კაკაოს ფხვნილი
  • 90 გრ კარაქი
  • 1 ჩ/კ სოდა
  • ვანილი

მომზადების წესი

1. ჩაასხით კეფირი ღრმა თასში და შეურიეთ მასში სოდა, მანის ფხვნილთან ერთად. შემდეგ კარგად მოურიეთ და გააჩერეთ 30 წუთით.

2. მოზილეთ კარაქი შაქართანდა ვანილთან ერთად, მიღებულ მასას შეურიეთ კვერცხი და გააგრძელეთ მოზელა.

3. 30 წუთის შემდეგ მანისა, სოდისა და კეფირის ნაზავი უნდა აფუვდეს, თუ ასე მოხდა, მაშინ შეგიძლიათ შეურიოთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთს და დაუმატოთ მას ფქვილი.

4. მიღებული ცომი საშუალო სისქის უნდა იყოს. გაყავით იგი ორ ნაწილად და ერთ-ერთ მათგანს დაუმატეთ კაკაოს ფხვნილი.

5. საცხობ ფორმას კარგად წაუსვით მცენარეული ზეთი და მონაცვლეობით გადაიტანეთ ცომი შიგნით.

6. გამოაცხვეთ მანის ნამცხვარი ღუმელში 200 გრადუსზე, 40 წუთის განმავლობაში.

აი, ასე მარტივად მზადდება მანის უგემრიელესი ნამცხვარი! გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს, რათა უხასიათობის და მოწყენილობის ეპიდემია თქვენს ნაცნობებსა და მეგობრებს შორის სამუდამოდ გაქრეს!