ასეთი წვნიანი ქათმის მკერდი ჯერ არ გამომსვლია. საყვარელი კერძი მულტისახარშისთვის

918

ყველას, ვისაც მულტისახარში აქვს, ძალიან გაუმართლა: გთავაზობთ ქათმის ფილეს რეცეპტს ბოსტნეულით. კერძის მომზადება სირთულეს არ წარმოადგენს, მაგრამ მის დახვეწილ გემოს, სავარაუდოდ, დიდხანს გაიხსენებთ.

ქათმის მკერდი ბოსტნეულით ძალიან წვნიანი გამოვა, თუ პიკანტურ მოსართავს დაუმატებთ. თუ რომელი, ახლა გაიგებთ!

ქათმის ფილე მულტისახარშში

ინგრედიენტები:

  • 1 კგ ქათმის ფილე
  • 600 გრ წითელი კარტოფილი
  • 250 გრ სტაფილო
  • ¼ ფინჯანი ზეითუნის ზეთი
  • 1/3 ჭიქა ახალ გაწურული ლიმონის წვენი
  • 1 ჩ/კ ხმელი თავშავა
  • 1 ჩ/კ ხახვის ფხვნილი
  • 2 ჩ/კ დაქუცმაცებული ნიორი
  • 1 ჩ/კ მარილი
  • შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადება:

1. ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი აურიეთ. თავშავა, ხახვის ფხვნილი, დაქუცმაცებული ნიორი, მარილი და წიწაკა დაუმატეთ. ყველაფერი კარგად აურიეთ.

2. მულტისახარშში ქათმის ფილე, დაჭრილი კარტოფილი და გასუფთავებული სტაფილო ჩადეთ.

3. ბოსტნეულს და ხორცს ზეითუნის ნარევი დაასხით.

4. თუშვის რეჟიმზე 1 საათით მოამზადეთ. ოჰ, როგორი არომატია!

გემო, რომლის სიტყვებით აღწერა შეუძლებელია! ვიდეოს ავტორსაც კი უჭირს.

ითვლება, რომ მულტისახარშში მომზადებული საჭმელი ძალიან სასარგებლოა, ასე რომ მომენტი დაიჭირეთ და მიირთვით!

თქვენ რომელი რეცეპტებით მომზადება გიყვართ მულტისახარშში?