ბროკოლის ღეროს სალათი

როგორც წესი დიასახლისები ორ ნაწილად იყოფიან: ერთ ნაწილს ბროკოლში ფულის დახარჯვა არ სურს რადგან მისი დიდი ნაწილი კვებისთვის გამოუსადეგარი გონია და შესაბამისად ბროკოლის შეძენა ფულის ხარჯვად მიაჩნია. დიასახლისების მეორე ნაწილი კი ბროკოლის ღეროს უბრალოდ ნაგავში აგდებს. ორივე მხარე სასტიკად ცდება, ბროკოლის ღერო ხომ ძალიან სასარგებლოა. მას ვიტამინიზირებულ კოქტეილებში, ღვეზელის გულსართებში, კრემ-სუპებსა და სალათებში იყენებენ.

ღერო საკმაოდ მაგარია, მაგრამ თუ მას სათანადოდ მოამზადებთ, ის კერძს უფრო გემრიელსა და საინტერესოს გახდის.

ბროკოლის ღეროს სალათი

ინგრედიენტები:

  • 1 ბროკოლის ღერო
  • 1 დიდი სტაფილო
  • 1 ახალი კიტრი
  • 1 ვაშლი
  • 1 კბილი ნიორი
  • 4 სუფრის კოვზი არაჟანი
  • 1 ჩაის კოვზი მდოგვი
  • მწვანილი (ხახვი, ქინძი)
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

1. ბროკოლის ღერო ყვავილებისგან გაათავისუფლეთ, მოაშორეთ ქერქი. გაფცქვენით სტაფილოც.
2. გათალეთ ვაშლი, მოაცილეთ გული. კიტრს ბოლოები მოაჭერით.
3. ყველაფერი გახეხეთ სახეხზე.
4. წვრილად დაჭერით ხახვი და მწვანილი. დაუმატეთ სალათს.
5. ვამზადებთ სოუსს: აურიეთ არაჟანი, მდოგვი და დაჭყლეტილი ნიორი. შეაზავეთ მარილითა და წიწაკით (გემოვნებით).


გემრიელად მიირთვით! აწი აღარასდროს გადაყრით ბროკოლის ღეროს, აჯობებს ეს ვიტამინებით გაჯერებული, უგემრიელესი სალათი მოამზადოთ!

პასუხის გაცემა

გთხოვთ დაწერეთ კომენტარი!
გთხოვთ ჩაწეროთ თქვენი სახელი