შაქრის გარეშე. როგორ მოვამზადოთ საოცარი კარაქის კრემი ანანასით

252

გიყვართ დესერტების მომზადება, მაგრამ ჩვეული მოხარშული და კარაქის კრემი მოგბეზრდათ? Gastronomia.ge–ს რედაქცია აღმოჩენა რეცეპტს გიზიარებთ. ანანასის კარაქის კრემი დესერტს გაამრავალფეროვნებს, მის გემოს უჩვეულოს გახდის.

ასეთი კრემი ტორტის ბისკვიტს შეგიძლიათ წაუსვათ, ასევე გააფორმოთ კექსი, რომელიც რძის და კარაქის გარეშე შეგიძლიათ გამოაცხოთ. ჰაეროვანი ტკბილეული არაჟნით ამ ნაზ კრემს იდეალურად ეთავსება. აიღეთ დაკონსერვებული ანანასი, წვრილად დაჭერით და ცომს დაუმატეთ. ამის შემდეგ ფორმებში ჩაასხით. ფაფუკი ძირი, ნაზი კრემი და წვნიანი ხილი თქვენი გემოს რეცეპტორებს დაიპყრობს.

როგორ მოვამზადოთ ანანასის კარაქის კრემი

საფუძვლად ანანასის წვენით და სიმინდის სახამებლით მომზადებული კურდი გამოიყენეთ. მომზადების ამ ეტაპზე ყურადღებით იყავით. ერთგვაროვანი მასა უნდა მიიღოთ. გახსოვდეთ, რომ სახამებლის ნარევს მუდმივად მორევა სჭირდება.

ინგრედიენტები:

  • 250 გ კარაქი
  • 1 ს/კ სიმინდის სახამებელი
  • 220 მლ ანანასის წვენი

მომზადების წესი:

1. კურდი მოამზადეთ. სიმინდის სახამებელი ღრმა ტაფაში ჩაყარეთ. ანანასის კონსერვიდან ცოტა წვენი დაასხით და მუდმივად აურიეთ.

2. მიღებულ ფაფას დარჩენილი წვენი დაუმატეთ. კარგად აურიეთ. ქურაზე საშუალო ცეცხლზე დადგით.

3. სახამებლის მასა ადუღებამდე მიიყვანეთ, აქტიურად აურიეთ. ცეცხლს მინიმუმამდე დაუწიეთ და კიდევ 1 წუთით ქურაზე გააჩერეთ. მზა კურდი ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.

4. ცალკე თასში რბილი კარაქი გათეთრებამდე ათქვიფეთ. ცივი ანანასის კურდი დაუმატეთ, ერთგვაროვანი ფაფუკი მასის მიღებამდე ათქვეფა გააგრძელეთ. მზადაა!

თუ ოჯახის წევრების გაოცება გსურთ, ფაფუკი ბისკვიტით და საოცარი ანანასის კარაქის კრემით გაახარეთ. ტკბილეულს სუფრიდან რამდენიმე წუთში გააქრობენ.