ხრაშუნა ქათმის ფრთები ღუმელში. ტაფას უკვე აღარ ვიყენებ: ასე უფრო სწრაფი და გემრიელია

2563

დიასახლისების უმეტესობა ქათამს ღუმელში წვავს და არა ტაფაზე. ასე უფრო გემრიელი და ეკონომიურია: ნაკლები ზეთი და დროა საჭირო. ტაფის თავზე ტრიალი არც თუ ისე საინტერესო რამაა, თუმცა, მხოლოდ ასეთი დამუშავებით იღებ ხრაშუნა და მადისაღმძვრელ კანს.

საბედნიეროდ, არსებობს ერთი ხრიკი, რომლის მეშვეობითაც ქათმის ნებისმიერი ნაწილი ღმელში ხრაშუნა გამოვა, შიგნით კი ცვრიანი დარჩება. საჭიროა, მხოლოდ რამდენიმე კოვზი გამაფხვიერებელი დაუმატოთ მარინადში: ის გარედან გამოაშრობს ქათამს და კანს ოქროსფერს გახდის. და აი რეცეპტიც…

ინგრედიენტები

  • 1 კგ ქათმის ფრთა
  • 1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი
  •  ს.კ. თაფლი
  • 0,5 ჩ.კ. მარილი
  • 0,5 ჩ.კ. პაპრიკა
  • 0,25 ჭიქა ცხარე სოუსი
  • 0,25 ჭიქა სოიოს სოუსი
  •  1 ს.კ. ძმარი

მომზადება

  1. გარეცხეთ და გაამშრაეთ ფრთები, მოაყარეთ მარილის, პაპრიკისა და გამაფხვიერებელის ნაზავი. დატოვეთ 20 წუთით.
  2. საცხობ ფორმაზე დადეთ ბადე, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი, დაალაგეთ ფრთები.
  3. შედგით 210 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 30 წუთით.
  4. გამოიღეთ ფრთები, გადააბრუნეთ და მოასხით სოუსი. მის მოსამზადებლად შეურიეთ თაფლი, ცხარე და სოიოს სოუსები და 9%-იანი ძმარი. შედგით ღუმელში კიდევ 10 წუთით.

ეს რეცეპტი უნივერსალურია: შეგიძლიათ ამგვარად შეწვათ ქათმის ბარკლებიც, თუმცა ფილესთვის უმჯობესია გამოიყენოთ ნაღებისა და მდოგვის სოუსი. საინტერესო ხერხია, არა? გაუზიარეთ ეს რეცეპტი მეგობრებს!