ხაჭოსა და ალუბლის ნაზი დესერტი ცხობის გარეშე

3522

ჩიზქეიქი საუცხოო დესერტია. მას ცხობა არ სჭირდება, მომზადებაც დიდ დროს არ წაგართმევთ. შიგთავსიც მრავალფეროვანი შეგიძლიათ გამოიყენოთ და ყოველ ჯერზე ახალი გემოებით დატკბეთ.

დღეს “გასტრონომია” ალუბლის ჩიზქეიქის რეცეპტს შემოგთავაზებთ. საფუძვლისთვის ჩვეულებრივი ფხვიერი ნამცხვარი გამოიყენეთ. მისი მომზადება ძალიან ადვილია, შედეგი კი არაჩვეულებრივი. სცადეთ და თავად დარწმუნდით.

ინგრედიენტები

  • 300 გრ ნამცხვარი
  • 500 გრ ხაჭო
  • 200 გრ მდნარი კარაქი
  • 6 ს.კ. შაქარი
  • 400 მლ ნაღები
  • 16 გრ ვანილის შაქარი
  • 15 გრ ჟელატინი
  • 90 გრ ალუბლის ჟელე
  • 80 გრ ალუბალი

მომზადება

1. დაფშვენით ნებისმიერი ნამცხვარი, შეურიეთ მდნარი კარაქი, ვანილი და 2 ს.კ. შაქარი.

2. მოათავსეთ ნაზავი საცხობ ფორმაში და კარგად გააბრტყელეთ.

3. გახსენით ჟელატინი ცივ წყალში და დადგით ცოტა ხნით. დააბლენდერეთ ხაჭო, ვანილი და 4 ს.კ. შაქარი. დაუმატეთ ჟელატინი და ათფვეფილი ნაღები.

4. მზა კრემი წაუსვით ნამცხვრის მასას, მორთეთ ალუბლით.

5. გახსენით წყალში ალუბლის ჟელე ისე, როგორც ინსტრუქციაშია მითითებული. ოდნავ გააცივეთ და დაასხით ხაჭოს მასას.

6. შედგით ჩიზქეიქი მაცივარში მინიმუმ 5 საათით, უმჯობესია მთელი ღამით. ამოიღეთ ფორმიდან და დაჭერით ულუფებად.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დესერტის მომზადება ადვილია, ის სადღესასწაულოდ გამოიყურება. მოამზადეთ სიამოვნებით და გაუზიარეთ რეცეპტი მეგობრებს!