ხორცის რულეტი, რომელსაც ბოშები საახალწლოდ ამზადებენ

641

გაინტერესებთ როგორ მოამზადოთ უგემრიელესი ხორცის რულეტი? მაშინ ეს სატატია აუცილებლად წაიკითხეთ, რადგან დღეს საოცარ რეცეპტს გიზიარებთ!

ამ რულეტის მომზადება, დამიჯერეთ გაგიადვილდებათ თუ ჩვენ რჩევებს გაითვალისწინებთ.

სახლში მომზადებული რულეტი

ინგრედიენტები

  • 1,5კგ ფილე
  • 1,5 სუფრის კოვზი მარილი
  • 1 ჩაის კოვზი დარიჩინი
  • 0,5 ჩაის კოვზი შავი წიწაკა
  • 3 კბილი ნიორი
  • 1 ჩაის კოვზი წითელი მწარე წიწაკა

ინგრედიენტები მოსახარში მასისთვის

  • 2ლ წყალი
  • 1 სუფრის კოვზი მარილი
  • 1 ხახვი
  • 20-30 ცალი შავი წიწაკის მარცვალი
  • 2 კბილი ნიორი
  • 5 ხახვის ქერქი
  • 2 დაფნის ფოთოლი

ინგრედიენტები სანელებლებისთვის

  • 3 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
  • 1 ჩაის კოვზი პაპრიკა
  • მწიკვი შავი წიწაკა
  • 2 კბილი ნიორი

მომზადება

1.ფილე გაჭერით ორად, არ ჩაჭრათ ბოლომდე, უნდა დაემსგავსოს წიგნს. ორივე მხრიდან დაბეგვეთ, რათა რულეტი იყოს რბილი.

2.გახეხეთ ნიორი წვრილად. დააქუცმაცეთ კაკალი ქინძი, შავი წიწაკა და წითელი წიწაკა. დაქუცმაცებული სანელებლები დაუმატეთ მარილს და მოურიეთ. მიღებული სანელებლაბი კარგად წაუსვითხორცს ორივე მხრიდან. ზემოდან მოაყარეთ დაქუცმაცებული ნიორი.

გადაახვიეთ ხორცი რულეტისებურად. შეკარით სამზარეულოს ძაფებით. შეახვიეთ პაკეტში, მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამე.

3.დილით დიდ ქვაბში ჩაასხით წყალი, დაუმატეთ 5 ხახვის ქერქი, 1 ხახვი, დაფნის ფოთოლი, შავი წიწაკა და ნიორი. წამოდუღების შემდეგ ქვაბში მოათავსეთ რულეტი. დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მარილი.

4.მზა ცხელ რულეტს მოხსენით ძაფები. ცალკე ჯამში მოათავსეთ დაქუცმაცებული ნიორი, სოიოს სოუსი, პაპრიკა და შავი წიწაკა. კარგად მოურიეთ, შემდეგ წაუსვით მზა რულეტს.

5.რულეტი შეინახეთ მაცივარში 2-3 საათი.

6.საოცარი რულეტი მზად არის!

გემრიელად მიირთვით!