ყავა–კაკლის ტორტი ფქვილის გარეშე: უნაზესი სიამოვნება, უბრალოდ პირში დნება

905

Gastronomia.ge–ს რედაქცია გთავაზობთ დიდებულ ყავა–კაკლის ტორტს გაჯერებული ყავის არომატით და გემოთი, უნაზესი ტექსტურით და ჰაეროვანი კრემით, რომელიც პირში დნება.

ცომის ინგრედიენტები:

  • 6 კვერცხი
  • 125 გრ შაქრის ფხვნილი
  • 200 გრ დაფქული თხილი
  • 2 ს/კ დაფქული ორცხობილა
  • 1 ს/კ დაფქული ყავა
  • ½ ჩ/კ გამაფხვიერებელი

კრემის ინგრედიენტები:

  • 500 მლ 35%–იანი ნაღები
  • 100 გრ შოკოლადი „ყავა რძით“
  • 2 ს/კ შაქრის ფხვნილი
  • 2 ს/კ ყავის ლიქიორი
  • 2 ს/კ ძლიერი ყავა (სასმელი)

გასაჟღენთი ინგრედიენტები:

  • 50 მლ მდუღარე წყალი
  • 50 გრ ლიქიორი ბეილისი

გასაფორმებელი:

  • 100 გრ გახეხილი შოკოლადი „ყავა რძით“
  • ყავის მარცვლები

მომზადების წესი:

  1. ღუმელი 170 გრადუსამდე გააცხელეთ.
  2. 16-18 სმ დიამეტრის ფორმას ცხიმი წაუსვით, ფორმის ძირში საცხობი ქაღალდი ან პერგამენტის ქაღალდი დააფინეთ.
  3. თხილი კომბაინში დააქუცმაცეთ, ორცხობილას, ყავას და გამაფხვიერებელს აურიეთ. ნარევი საცერში გაცერით.
  4. კვერცხი შაქართან ერთად ათქვიფეთ. მშრალი ინგრედიენტები აურიეთ.
  5. ცომი ფორმაში გადაიტანეთ, მაგიდაზე ოდნავ დააკაკუნეთ, რომ ცომი თანაბრად გადანაწილდეს და ცხობის შემდეგ ცენტრში „მთები“ არ იყოს.
  6. 50 წუთით აცხვეთ. მზაობა ხის ჩხირით შეამოწმეთ.
  7. ბისკვიტი გისოსზე გადაიტანეთ და გააგრილეთ. 3 ფენად გაყავით.
  8. კრემის მოსამზადებლად ქვაბში შოკოლადი მოათავსეთ, ყავა და ლიქიორი დაუმატეთ.
  9. წყლის ორთქლზე დადგით, აურიეთ, სანამ შოკოლადი არ გადნება და ნარევი ერთგვაროვანი არ გახდება.
  10. ოთახის ტემპერატურამდე გააგრილეთ.
  11. ნაღები შაქრის ფხვნილთან ერთად დარბილებამდე ათქვიფეთ და მაღალ სიჩქარეზე შოკოლადის მასა სწრაფად დაუმატეთ.
  12. დიდხანს არ თქვიფოთ! კრემი შეიძლება ძალიან გასქელდეს!
  13. საკონდიტრო ტომარაში ცოტა კრემი მოათავსეთ.
  14. ერთი ბისკვიტი თეფშზე დადეთ, კარგად გაჟღინთეთ, 1/3 კრემი წაუსვით, ზემოდან მეორე ფენა დაადეთ, კვლავ გაჟღინთეთ და კრემი წაუსვით, შემდეგ ბოლო ფენა დაადეთ.
  15. დარჩენილი კრემი ტორტს მთლიანად, ზემოდან და გვერდებზე წაუსვით.
  16. შოკოლადი გახეხეთ და გვერდები გააფორმეთ.
  17. ზემოდან საკონდიტრო ტომრიდან კრემის რამდენიმე ხვეულები დაადეთ და ყავის მარცვლები მოაყარეთ.
  18. გემრიელად მიირთვით!