ბრუსკეტა მოცარელათი და პომიდვრით. იტალიური წასახემსებლის სწრაფი რეცეპტი

223

არ იცით, რით წაიხემსოთ? Gastronomia.ge–ს რედაქცია გირჩევთ მარტივ და ძალიან გემრიელ იტალიურ კერძს. დარწმუნდებით, რომ ბრუსკეტა მოცერალათი და პომიდვრით კარგად წასახემსებლად საუკეთესო ვარიანტია.

კერძი უჩვეულოდ გემრიელი რომ გამოვიდეს, მომზადებისას რეჰანი არ დაზოგოთ. ახალი მწვანილი წასახემსებელს საოცარ არომატს სძენს. ასევე დაიმახსოვრეთ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. პომიდვრის ნარევის და პურის ნაჭრების მომზადებისას არა მზესუმზირის, არამედ ზეითუნის ზეთი გამოიყენეთ.

არომატული ბრუსკეტა მოცარელათი: მომზადების ნიუანსები

სწორად შემწვარი პური გემრიელი ბრუსკეტას გარანტიაა. აიღეთ ბაგეტი ან ჩიაბატა. ნაჭრებად დაჭერით. პურის ნაჭრები სამიდან ერთ–ერთი მეთოდით შეწვით. პურის ნაჭრები ღუმელში, ტაფაზე ან გრილზე შეწვით.

ინგრედიენტები:

  • 200 გ მოცარელა
  • რეჰანი გემოვნებით
  • 4 ს/კ ზეითუნის ზეთი
  • მარილი გემოვნებით
  • 180 გ პომიდორი
  • 1 ბაგეტი
  • 4 კბილი ნიორი
  • დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით

მომზადების წესი:

1. პომიდორი კარგად გარეცხეთ. პატარა კუბებად დაჭერით. რეჰანის ფურცლები გარეცხეთ და წვრილად დაჭერით. ნიორი გაასუფთავეთ და 2 კბილი ნიორი დაჭყლიტეთ.

2. პომიდორი, ნიორი და რეჰანი ღრმა თასში აურიეთ. 2 ს/კ ზეითუნის ზეთი, მარილი და დაფქული შავი წიწაკა დაუმატეთ. ყველა ინგრედიენტს კარგად აურიეთ.

3. ბაგეტი ნაჭრებად დაჭერით. ტაფაზე შეწითლებამდე შეწვით. პურის ნაჭრებს შუაზე გაჭრილი ნივრის კბილი წაუსვით. შემდეგ ზეითუნის ზეთი წაუსვით.

4. მოცარელა პატარა კუბებად დაჭერით. ბაგეტის ნაჭრებს ყველი, ზემოდან პომიდვრის ნარევი დაუმატეთ. მზადაა!

ბრუსკეტა უფრო გემრიელი რომ გამოვიდეს, ღუმელში გამოაცხვეთ. ბაგეტის ნაჭრებზე მოცარელა დააწყვეთ, შემდეგ ტაფაზე გადაიტანეთ. მომავალი წასახემსებელი ღუმელში 2 წუთი მოათავსეთ, რომ ყველი ოდნავ გადნეს, ხოლო პური ზედმეტად არ გახმეს. თუ გსურთ, რომ პომიდვრის მასა უფრო ნაზი გამოვიდეს, პომიდორს კანი მოაშორეთ და შემდეგ დაჭერით. ბოსტნეული პროცესში რომ არ დაზიანდეს, მარტივი ინსტრუქცია გააკეთეთ. პომიდვრები გარეცხეთ და გაამშრალეთ. ყუნწები მოაშორეთ და ოთხად გაჭერით. დანა პომიდვრის რბილობისა და კანის კიდეს მიადეთ და ფრთხილად მოაჭერით. პომიდორი გათლილია!