სიცოცხლეში ერთხელ მაინც უნდა გასინჯოთ ხაჭაპური! ნამდვილი ქართული სამზარეულოს მეფე! ეს არის საოცარი ცომის და ყველის შეთავსებით მომზადებული კერძი.
დღეს ჩვენ ცოტა არატრადიციულ ხაჭაპურს მოვამზადებთ.
ინგრედიენტები
- შაქარი 1 სუფრის კოვზი
- კვერცხი 2 ცალი
- კარაქი 180გ
- ხორბლის ფქვილი 350გ
- ხაჭო 320გ
- ყველი სულუგუნი 230გ
- არაჟანი 4 სუფრის კოვზი
- კამა
მომზადება
1.250გ ხაჭოს დაუმატეთ დარბილებული კარაქი, 1 კვერცხი და ფქვილი. მოზილეთ ცომი.
2.გახეხეთ ყველი. დაუმატეთ ხაჭო, კვერცხი და კამა. კარგად მოურიეთ.
3.ცომი გაყავით 4 ნაწილად. გააბრტყელეთ თითოეული.
4.მიეცით ფოტოზე აღნიშნული ფორმა.
5.ცომში მოათავსეთ შიგთავსი. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ ქაღალდით და გამოაცხეთ 25-30 წუთი 20 გრადუსზე.
გემრიელად მიირთვით!