პამპუშკებს ლილია ცვიტის რეცეპტით ვაცხობ. ჯადოსნურია, როგორც შობის წინა ღამე

210

ღუმელში გამომცხვარი პამპუშკები ოჯახის წევრებს გაუხარდებათ. ასეთს შობის წინა ღამეს ყოველთვის ვაცხობ. ყოველწლიურად შობას მათთან ერთად აღვნიშნავ. პამპუშკების მომზადებას უკრაინელი დიასახლისის, ლილია ცვიტის რეცეპტით გთავაზობთ.

Gastronomia.ge–ს რედაქცია გიამბობთ, როგორ მოამზადოთ პამპუშკები. არ ინერვიულოთ, წონაში არ მოიმატებთ, სამარხვო პამპუშკებია.

ცომის ხაშის ინგრედიენტები:

  • 300 მლ წყალი
  • 20 გ დაპრესილი საფუარი (ან 7 გ მშრალი)
  • 1 ს/კ შაქარი
  • 6 ს/კ ფქვილი (საერთო რაოდენობიდან)

ცომის ინგრედიენტები:

  • 0,5 ჩ/კ კურკუმა
  • 100 მლ მცენარეული ზეთი
  • 100 გ შაქარი
  • 10 გ ვანილი
  • 550 გ ფქვილი
  • ნახევარი ლიმონის ცედრა

მომზადების წესი:

1. თბილ წყალში საფუარი დაფშვენით და შაქარი დაუმატეთ. შაქრის გახსნამდე აურიეთ, შემდეგ 6 ს/კ ფქვილი დაუმატეთ და აურიეთ. ცომი ბლინივით თხელი უნდა გამოვიდეს. პირსახოცი დააფარეთ და 30 წუთით სითბოში გააჩერეთ.

2. ცომის ხაშს შაქარი, ვანილი, მცენარეული ზეთი და ლიმონის ცედრა დაუმატეთ და აურიეთ. ფქვილი და კურკუმა (ყვითელი ფერისთვის) რამდენიმე ეტაპად დაუმატეთ. ცომი მოზილეთ (დაახლოებით 15 წუთი სჭირდება). შედეგად, წებოვანი, რბილი და ელასტიური ცომი გამოვა.

3. ცომს პირსახოცი დააფარეთ და 1,5 საათით სითბოში გააჩერეთ.

4. ფქვილმოყრილ მაგიდაზე ცომი 1 სმ სისქეზე გააბრტყელეთ. მრგვალი ფორმებით ცომი გამოჭერით. პამპუშკები შიგთავსის გარეშე შეგიძლიათ გამოაცხოთ. ლილია ცვიტი ხალვით მომზადებას გირჩევთ. ცომის შუაში ჰალვის ნატეხი ჩადეთ და ბურთი დააგუნდავეთ. პამპუშკები ფქვილმოყრილ მაგიდაზე ერთმანეთისგან დაშორებით დააწყვეთ.

5. პამპუშკები მცენარეულ ზეთში მომზადებამდე შეწვით. მზა პამპუშკები ზედმეტი ცხიმის მოსაშორებლად ქაღალდზე გადაიტანეთ.

6. ესეც ასე. პამპუშკები ჰალვით მზადაა. გემრიელად მიირთვით.

საფუარზე მომზადებული პამპუშკები რბილი, მოწითალო და მადისაღმძვრელი გამოდის. ცოტათი ჯადოსნური, როგორც შობის წინა ღამე. შიგთავსად ნებისმიერი რამ შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგრამ შიგთავსის გარეშეც შესანიშნავია. შეუდარებელი რეცეპტია, გირჩევთ.