კორკოტი – მესხეთ-ჯავახეთის ერთ-ერთი პოპულარული კერძი

3196

მესხეთ-ჯავახეთის მოსახლეობის ყოველდღიურ სუფრაზე ოდითგანვე ერთ-ერთ კერძს შეადგენს რძის პროდუქტებისა და ხორბლისგან მომზადებული წვნიანი თუ მშრალი კერძი.

გასტრონომია დღეს კორკოტის მომზადების წესს წარმოგიდგენთ.

ინგრედიენტები:

  • ხორბალი – 1 კგ
  • ერბო ან კარაქი – 100 გ
  • მარილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. საკორკოტე ხორბალი გავარჩიოთ, გავრეცხოთ გამდინარე წყალში, გადავიტანოთ წყლიან ქვაბში და გავაჩეროთ, სანამ ქერქი  არ დაულბება. შემდეგ მოვათავსოთ ქვასანაყში და დავნაყოთ, სანამ ქერქი არ გაეცლება. (შეიძლება ხორბალი მოვათავსოთ ტომარაში და დავბეგვოთ) დანაყილი ხორბალი გავაშროთ და ფერფლის გასაცლელად გავანიავოთ.
  2. გასუფთავებული ხორბალი ჩავყაროთ მარილიან წყალში. წყალმა ხორბალი უნდა დაფაროს. მოვხარშოთ.  ხარშვა სჭირდება დიდხანს. წყალი თუ დააკლდა, დავუმატოთ მდუღარე და ხარშვა  გავაგრძელოთ. როცა მარცვალი გასკდება (გადაიშლება), ხორბალი მოხარშულია.
  3. გამზადებული, ცხელი კორკოტი ამოვიღოთ ღრმა თეფშზე, შუაში ჩავდოთ ერბო ან გამდნარი კარაქი.