წიწიბურა ქოთანში

820

დატვირთული დღის შემდეგ სახლში მოსულს კერძების მომზადება ნამდვილად არ შემიძლია. მინდა უბრალოდ რაღაც მსუბუქი მივირთვა და დავიძნო. ალბათ ეს გრძნობა ტქვენთვისაც ნაცნობია. დღეს მე გასწავლით გემრიელი ვახშმის მომზადებას მინიმალური ინგრედიენტებისგან.

ინგრედიენტები

  • წიწიბურა 6 სუფრის კოვზი
  • საქონლის ხორცი 200გ
  • ხახვი 1 ცალი
  • სტაფილო 1 ცალი
  • წყალი 600მლ
  • პაპრიკა 1 ჩაის კოვზი
  • დაფნის ფოთოლი 1 ცალი
  • მარილი და შავი დაფქული წიწაკა გემოვნებით

მომზადება

1.გარეცხეთ წიწიბურა. დაჭერით ხორცი, მოაყარეთ მარილი და წიწაკა.

2.ხორცი მოათავსეთ ქვაბის ძირას და ზემოდან მოაყარეთ წიწიბურა.

3.დაჭერით ხახვი კუბიკებად, მოაყარეთ წიწიბურას. დაჭერით სტაფილო და მოათავსეთ ქვაბში.

4.ღუმელი გაახურეთ 200-300 გრადუსზე. ამასობაში აადუღეთ წყალი, მოაყარეთ მარილი, პაპრიკა და დაფქული დაფნის ფოთოლი.

5.წყალი დაასხით ინგრედიენტებს და მოათავსეთ ღუმელში 1 საათი. მომზადების შემდეგ მოურიეთ.

გემრიელად მიირთვით!