თუ გსურთ, რომ საახალწლოდ მოამზადოთ რაიმე უჩვეულო, რომლითაც სტუმრებზე შთაბეჭდილებას მოახდენთ, Gastronomia.ge–ს რედაქცია შესაფერის რეცეპტს გიზიარებთ. ორიგინალური წასახემსებელი „ზამთრის ქლიავი“ გულგრილს არავის დატოვებს. ლამაზი გარეგნობა და გემოების კარგი კომბინაცია ყველას მოეწონება.
თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ჭარხლის კერძია, მაგრამ ასე არაა. ასეთი წასახემსებლის მთავარი ხიბლი იისფერი კარტოფილია. ასეთი ინგრედიენტით „ქლიავი“ ძალიან ბუნებრივი გამოჩნდება.
როგორ მოვამზადოთ წასახემსებელი „ზამთრის ქლიავი“
სწრაფად რომ მოამზადოთ, სტაფილო და კარტოფილი წინასწარ მოხარშეთ. გირჩევთ, რომ 30 დეკემბერს საღამოს მოამზადოთ. მეორე დღეს ბოსტნეული გახეხეთ და სოკო შეწვით. ამას 10 წუთში გააკეთებთ. მთავარი ინგრედიენტები მზადაა.
ინგრედიენტები:
- 4 ქამა სოკო
- 0,5 ხახვი
- მარილი გემოვნებით
- 2 ს/კ მაიონეზი
- ისპანახი გემოვნებით
- 4 კარტოფილი
- 1 სტაფილო
- დაფქული შავი წიწაკა გემოვნებით
- 2 ს/კ მზესუმზირის ზეთი
მომზადების წესი:
1. ხახვი გაასუფთავეთ. პატარა კუბებად დაჭერით. ქამა სოკო – ნაჭრებად. სოკო და ხახვი ტაფაზე ზეთში 3 წუთით შეწვით. მარილი და წიწაკა მოაყარეთ, აურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
2. სტაფილო მოხარშეთ და გახეხეთ. მარილი და მაიონეზი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
3. კარტოფილი მოხარშეთ. წვრილად გახეხეთ. ცოტა მარილი, წიწაკა და მზესუმზირის ზეთი დაუმატეთ. კარგად აურიეთ.
4. ჭიქაში პარკი ჩააფინეთ. შემდეგ 1 ს/კ გახეხილი კარტოფილი თანაბრად გაანაწილეთ. ზემოდან სტაფილო დაუმატეთ. შემდეგ სოკოს და ხახვის ფენა.
5. ზემოდან კარტოფილი დააფარეთ. კარგად დააჭირეთ. პარკი შეკარით და ჭიქიდან ამოიღეთ. კვერცხის ფორმა მიეცით.
6. დანის ბლაგვი მხრიდან ერთ მხარეს ჩაღრმავება გაუკეთეთ. თეფშზე დადეთ და ისპანახის ფოთლებით გააფორმეთ.
ფორმებს ბრტყელი ძირი გაუკეთეთ, რომ თეფშზე კარგად გაჩერდეს. სუფრაზე არომატულ სოუსთან ერთად გაიტანეთ. სოუსისთვის მაიონეზი, ნიორი და ახალი მწვანილი აურიეთ. ძალიან გემრიელი გამოვა.