ლიმონის ფენებიანი ნამცხვარი კენკრით – ხელმისაწვდომი დიდებული დესერტი

1206

ეს მშვენიერი ნამცხვარი მართლაც დიდებული დესერტია. იგი იმ კენკროვნებით  შეგიძლიათ მორთოთ, რაც ხელთ გაქვთ.

ინგრედიენტები:

ბისკვიტისთვის:

  • 250 გ კარაქი უმარილო, დარბილებული
  • 450 გ თეთრი ფქვილი
  • 1 ს.კ. გამაფხვიერებელი
  • 1 ჩ.კ. სოდა
  • 1/2 ჩ.კ. მარილი
  • 400 გ შაქარი
  • 4 კვერცხი
  • 310 მლ რძე
  • 1 ½ ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი ( ესენცია)
  • 2 ლიმონის წვრილად გახეხილი ცედრა

გულსართისა და ზედაპირისთვის: 

  • 750 გ ლიმონის მზა კრემი
  • 250 მლ ნაღები ცხიმიანი (ორმაგი)
  • 2 ს.კ. შაქრის პუდრი
  • 300 გ სხვადასხვა კენკროვანი

მომზადების წესი:

  1. ბისკვიტი: ღუმელი წინასწარ  გაახურეთ 180 გრადუსზე. ნამცხვრის ორ მრგვალ ფორმას (20 სმ), რომელსაც გვერდები ეხსნება, მთელ ზედაპირზე კარაქი წაუსვით და პერგამენტის ქაღალდი ჩაუფინეთ.
  2. ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, სოდა და მარილი.
  3. მეორე ჯამში კი კარაქი და შაქარი მიქსერით საშუალოზე მაღალ სიჩქარეზე ათქვიფეთ ისე, რომ თეთრი ფერის, კრემისებური მასა მიიღოთ. შემდეგ სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხები.
  4. მიქსერი დაბალ სიჩქარეზე გადაიყვანეთ და თანდათან დაუმატეთ ფქვილი და რძე, შემდეგ – ვანილი და ლიმონის ცედრა. ცომი თანაბრად გაყავით და წინასწარ მომზადებულ ორ ფორმაში გადაიტანეთ.
  5. აცხვეთ 35-45 წუთი. შეამოწმეთ: ხის ჩხირი ცენტრში ჩაარჭვეთ და თუ არაფერი ამოჰყვა, ბისკვიტი მზად არის. 15 წუთი ფორმაში დატოვეთ, როცა გაგრილდება ცხაურზე გადააბრუნეთ და ბოლომდე გააცივეთ.
  6. გულსართი და ზედაპირი: ბისკვიტებს ქაღალდი ფრთხილად  მოაცილეთ და დაკბილული დანით ორ ჰორიზონტალურ ნაწილად გაყავით. ერთი ფენა ლანგარზე  გადაიტანეთ, 250 გრამი (1 ჭიქა) ლიმონის მზა კრემი წაუსვით (კიდეები 1 სმ დაუტოვეთ), ზემოდან მეორე ფენა დაადეთ და მასაც ლიმონის კრემი წაუსვით, შემდეგ – მესამე ფენა. მეოთხეს კრემი არ წაუსვათ. ნამცხვარი მაცივარში კარგად გააცივეთ.
  7. ნაღები და შაქრის პუდრი ჯამში ათქვიფეთ, რომ სქელი მასა მიიღოთ. მეოთხე ფენის ზედაპირს წაუსვით და შემდეგ კენკროვნებით მორთეთ. დაჭერით და სუფრაზე მიიტანეთ.