ძალიან ნოყიერი ბადრიჯანი

868

უგემრიელესია! მოამზადეთ ეს საოცარი კერძი ბადრიჯნისგან, რომელიც ძალიან მოგეწონებათ. კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ 3-5 დღე, მაგრამ შეგიძლიათ კერძი მეორე დღესვე დააგემოვნოთ.

ინგრედიენტები

  • 5-6 ბადრიჯანი
  • 10 კბილი ნიორი
  • 2 ჭიქა წყალი
  • 100-150მლ 9% ძმარი
  • 5 დაფნის ფოთოლი
  • 8 მარცვალი შავი წიწაკა
  • 4 მარცვალი სურნელოვანი წიწაკა
  • 4 მიხაკი
  • 1 სუფრის კოვზი მარილი
  • 1 სუფრის კოვზი შაქარი
  • 1 სუფრის კოვზი სქელი თაფლი
  • 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი

მომზადება

1.ქვაბში ჩაასხით 0,5ლ, შემდეგ დაუმატეთ ინგრედიენტები სისს მიხედვით: ძმარი, დაფნის ფოთოლი, შავი და სურნელოვანი წიწაკა, მიხაკი, მარილი, შაქარი, თაფლი და მცენარეული ზეთი. აადუღეთ და დაელოდეთ მის გაგრილებას.

2.ახლა კი მოვამზადოთ ბადრიჯანი. გაასუფთავეთ, დაჭერით. მოაყარეთ მარილი და დაელოდეთ 20 წუთი.

3.დაჭერით და გაასუფთავეთ 2 თავი ნიორი. ნიორი მარინადისთვის დაგვჭირდება. ბადრიჯანს მოაშორეთ სითხე და შეწვით.

4.როცა ბადრიჯანი გაგრილდება, მოათავსეთ შესანახ კონტეინერში. როგორც ფოტოზეა: აიღეთ ბადრიჯნის ერთი ფირფიტა, ამოავლეთ მარინადში და მოათავსეთ კონტეინერში. თითოეულ ბადრიჯანზე მოათავსეთ 3 კბილი ნიორი. ზემოდან მოათავსეთ ბადრიჯნის ფენა და ისევ ნიორი. ამ მეთოდით ააწყეთ კერძი.

5.მოასხით დარჩენილი მარინადი და მოათავსეთ მაცივარში.

ამ რეცეპტის მიხედვით, კერძი 3-5 დღეში იქნება მზად, მაგრამ უფრო ადრეც შეგიძლიათ მიირთვათ.

ბადრიჯანი შეგიძლიათ ამ მეთოდით ზამთრისთვისაც შეინახოთ, უბრალოდ ნივრის დამატება მარინადში მოგიწევთ (ერთად უნდა აადუღოთ).

გემრიელად მიირთვით!