ფხვიერი ორცხობილა ძალიან მარტივად

2179

გემრიელი ცხობილა – ფხვიერი რულეტი ჯემით.

მზადდება სწრაფად და მარტივად.

ინგრდიენტები

  • ხორბლის ფქვილი
  • არაჟანი20% 120გ
  • კარაქი 180გ
  • შასქარი 3 სუფრის კოვზი
  • ჯემი 4 სუფრის კოვზი (ნებისმიერი)

შაქრის ფხვნილი მოსაყრელად

მომზადება

  1. ჯამში მოათავსეთ შაქარი, ფქვილი, კარაქი და კარგად მოურიეთ (დაფხვენით ხელით).
  2. დაუმატეთ არაჟანი და მოზილეთ ცომი.
  3. ცომი გაყავით 8 ნაწილად და თითოეული დაამრგვალეთ.
  4. თითოეული ბურთი გააბრტყელეთ მრგვლად.
  5. წაუსვით ჯემი.
  6. დაახვიეთ რულწტისებურად.
  7. მოაჭერით ზედმეტი ნაწილები და რულეტი გაყავით 2 ნაწილად.
  8. გამოსაცხობი ფორმა ამოფინეთ პერგამენტით. მასზე მოათავსეთ რულეტები.
  9. გამოაცხვეთ 170 გრადუსზე 20-25 წუთი.
  10. მოაყარეთ შაქრის ფხვნილი.

გემრიელად მიირთვით!