ქართული ტოლმა, რომელმაც სახელი მთელს მსოფლიოში გაითქვა

872

ტოლმას ამზადებენ ყველგან სადაც იზრდება ყურძენი. მისი უამრავი ვარიანტი არსებობს. მას ამზადებენ სომხეთში, აზერბაიჯანში, მაგრამ დღეს ჩვენ მის ქართულ ვარიანტს მოვამზადებთ.

ზაფხულში განსაკუთრებით მიყვარს ამ კერძის მომზადება და მირთმევა. რათქმაუნდა დიდი ულუფებით ვუმასპინძლდები სტუმრებს ისე, როგორც ქართველებმა იციან.

ინგრედიენტები

  • 500გ საქონლის ხორცი
  • 250გ ღორის ხორცი
  • 450გ ხახვი
  • 200გ სტაფილო
  • 2 ბადრიჯანი
  • 150გ ბულგარული წიწაკა
  • 300გ პომიდორი
  • 160მლ მცენარეული ზეთი
  • 20გ ნიორი
  • 20გ ქინძი
  • 100გ ბრინჯი
  • 1 ჩაის კოვზი ბაზილიკი
  • 1 ჩაის კოვზი შავი დაფქული წიწაკა
  • 0,5 ჩაის კოვზი წითელი წიწაკა
  • 1 სუფრის კოვზი მარილი

მომზადება

1.ნახევრად მოხარშეთ ბრინჯი.

2.ხორცსაკეპში გაატარეთ ღორის და საქონლის ხორცი. დაუმატეთ 2 დიდი კბილი ნიორი, 20გ ქინძი ან ოხრახუში, ასევე 300გ ხახვი.

3.გარეცხეთ ნახევრად მომზადებული ბრინჯი გამდინარე წყლით. დაუმატეთ ფარშს სანელებლებთან ერთად: მარილი, მწარე წიწაკა, ბაზილიკი. კარგად მოურიეთ.

4.დაჭერით 150გ ხახვი და გახეხეთ სტაფილო. მოთუშეთ სტაფილო და ხახვი ზეთში.

5.ტაფაზე არსებულ მასას დაუმატეთ დაჭრილი ბულგარული წიწაკა, ნიორი და მოთუშეთ 5 წუთი. დაუმატეთ გათლილი პომიდორი.

6.მოაყარეთ მარილი და გადმოიტანეთ ცეცხლიდან.

7.ღრმა ჯამში მოათავსეთ შუაზე გაჭერილი ბადრიჯანი გულის გარეშე. მცენარეულ ზეთში მოთუშეთ ორივე მხრიდან.

8.გული მოაშორეთ პომიდორსაც და ბოსტნეული ამოავსეთ გულსართით (ფარში და ბრინჯი).

9.ფარშირებული ბოსტნეული მოათავსეთ მოთუშული მასის ბალიშზე. დაასხით წყალი და მოთუშეთ.

10.მოთუშეთ ტოლმა 30-35 წუთი.

უგემრიელესი ტოლმა მზად არის.

გემრილად მიირთვით!