ცუკინის ატრია – ჩვეულებრივი პასტის სასარგებლო ვეგეტარიანული ალტერნატივაა. გთავაზობთ მოამზადოთ ის ნაზ ავოკადოსთან და შავ ქუნჯუთთან. ასეთი პასტა საუკეთესო გარნირია თევზთან და ზღვის პროდუქტებთან.
ინგრედიენტები
- 4 ც ცუკინი
- 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი (პლიუს შესაწვავად გემოვნებით)
- 2 ც ავოკადო
- 4 ც პომიდორი
- 3 ც ლაიმი
- 3 ს.კ. ვაშლის ძმარი
- 4 ს.კ. შავი ქუნჯუთი
- კამა გემოვნებით
- დაფქული ცხარე წიწაკა გემოვნებით
- მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
მომზადება
- გახეხეთ ცუკინი მსხვილი სახეხით ან სპეციალური ინსტუმენტის მეშვეობით ატრიის მისაღებად. შეწვით ზეთში დარბილებამდე.
- დაჭერით წვრილად პომიდორი და ავოკადოს რბილობი, დააწურეთ 2 ლაიმის წვენი. შეურიეთ ინგრედიენტები ატრიასთან, დაუმატეთ დაჭრილი კამა.
- შეანელეთ ატრია ძმრით, ზეითუნის ზეთით, წიწაკით, პილპილით და მარილით.
- გადაანაწილეთ ულუფებად და მოაყარეთ ქუნჯუთი. მორთეთ დაჭრილი ლაიმით.
გემრიელად მიირთვით!