პრინც უილიამის საყვარელი დესერტი: სამეფო შოკოლადის ტორტი 20 წუთში

1455

როგორც სამეფო ოჯახის ყველა წარმომადგენელი, პრინცი უილიამიც აკონტროლებს კვებას, თუმცა, ასეთ მამაკაცსაც აქვს პატარა სისუსტეები. უილიამს ძალიან უყვარს ტკბილეულობა, თუმცა, შეუძლია თავი აარიდოს სხვადასხვა დესერტებს, გარდა ამ შოკოლადის ტორტისა.

თუ გახსოვთ, პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილში კონდიტრებმა სწორედ ასეთი ტორტი მოამზადეს. დააგემოვნეთ თქვენც ეს სამეფო დესერტი.

ინგრედიენტები

  • 100 გრ რძიანი შოკოლადი
  • 100 გრ შაქარი
  • 100 გრ კარაქი
  • 1 კვერცხი
  • 200 გრ ნამცხვარი (პეჩენია)

მომზადება

1. დაამტრვიეთ ნაწილებად ფხვიერი ნამცხვარი. დაადნეთ წყლის ორთქლზე შოკოლადი.

2. ღრმა თასში შეურიეთ დარბილებული კარაქი და შაქარი, სანამ შაქარი კარგად არ დადნება.

3. დაამატეთ კვერცხი და კიდევ ერთხელ კარგად ათქვიფეთ. დაამატეთ მდნარი შოკოლადი და ნამცხვარი, კარგად მოურიეთ ინგრედიენტებს.

4. ფრთხილად მოათავსეთ მასა ფორმაში, კარგად გაათანაბრეთ და შედგით საყინულეში 1 საათით.

5. შეგიძლიათ მორთოთ ტორტი ორიგინალური შოკოლადის  “ქსელით”. ამისათვის დაადნეთ 100 გრ შავი შოკოლადი, მოათავსეთ საკონდიტრო სახელოში, მორთეთ პერგამენტი ისე, როგორც ფოტოზეა ნაჩვენები.

გააცივეთ და მოათავსეთ დესერტზე ფრთხილად. მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი.