დიდებული ტორტი ბლინებით და ხილით

405

ბისკვიტის გამოცხობა აუცილებელი არაა, რომ შეუდარებელი ტორტი გააკეთოთ. ასეთი დესერტისთვის ჩვეულებრივი ბლინის ფენებიც გამოგადგებათ. ცომი სწრაფად მოზილეთ და რამდენიმე წუთში შემწვარი ბლინები მზად იქნება. არაჟნის კრემს და წვნიან ხილს მშვენივრად ეთავსება. ნამდვილ შედევრს მიიღებთ. Gastronomia.ge-ს რედაქცია გირჩევთ, რომ გემრიელი ტორტის რეცეპტი აუცილებლად შეინახოთ. მენდეთ, ახლობლები უბრალოდ აღფრთოვანდებიან.

ბლინების ტორტი ხილით: დანამატები

რაც ყველაზე კარგია, ამ დესერტში ნებისმიერი ხილი და კენკრა შეგიძლიათ გამოიყენოთ. ატამი და ალუბალი სხვა პროდუქტით შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ. ნაზი არაჟნის კრემი და გემრიელი ბლინები ნებისმიერ ხილს და კენკრას მშვენივრად ეთავსება. ექსპერიმენტების არ შეგეშინდეთ.

ინგრედიენტები:

  • 2 კვერცხი
  • 2 ჩ/კ ვანილი
  • 350 მლ რძე
  • 20 გ კაკაოს ფხვნილი
  • 2 ს/კ მზესუმზირას ზეთი
  • 700 გ არაჟანი
  • 300 გ დაკონსერვებული ატამი
  • 100 გ შავი შოკოლადი
  • 3 ს/კ შაქარი
  • მწიკვი მარილი
  • 180 გ ხორბლის ფქვილი
  • 300 მლ წყალი
  • 15 გ ჟელატინი
  • 150 გ შაქრის ფხვნილი
  • 150 გ ალუბალი
  • 15 გ კარაქი

მომზადების წესი:

1. კვერცხი მარილთან, შაქართან და 0,5 ჩ/კ ვანილთან ერთად ათქვიფეთ. თანდათან 150 მლ რძე დაუმატეთ. ათქვეფა არ შეწყვიტოთ. ფქვილი დაუმატეთ. სათქვეფით კარგად აურიეთ.

2. კაკაო დაუმატეთ და აურიეთ. კიდევ 150 მლ რძე, 200 მლ ცხელი წყალი და მზესუმზირას ზეთი დაუმატეთ. სათქვეფით ათქვიფეთ და 20 წუთით გააჩერეთ.

3. ბლინები ტაფაზე ცოტა მცენარეულ ზეთში შეწვით.

4. არაჟანი, შაქრის ფხვნილი და 0,5 ჩ/კ ვანილი აურიეთ.

5. დაკონსერვებული ატამი კუბებად დაჭერით.

6. ჟელატინი 100 მლ წყალში გახსენით. 5 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ მიღებული მასა არაჟანს დაუმატეთ და კარგად აურიეთ.

7. ბლინებით ტომრები გააკეთეთ. ამისთვის ჭიქა აიღეთ, ბლინი ჭიქაში ჩადეთ და 2 ს/კ არაჟნის კრემი, ცოტა დაჭრილი ატამი და რამდენიმე უკურკო ალუბალი დაუმატეთ.

8. საცხობ ფორმაში პარკი ჩააფინეთ. ერთი ბლინი ჩააფინეთ, 5 ს/კ არაჟნის და ჟელატინის ნარევი ჩაასხით. შემდეგ ბლინის ტომრები შიგთავსით მჭიდროდ ჩააწყვეთ.

9. ზემოდან დარჩენილი ხილი და კრემი დაუმატეთ.

10. მთელი ბლინი გადააფარეთ და კუთხეები გაასწორეთ.

11. პარკი გადააკარით და მაცივარში მთელი ღამით შეინახეთ. ახლა ჭიქური მოამზადეთ. შავი შოკოლადი, კარაქი და 50 მლ რძე შეათბეთ. შოკოლადი უნდა გაადნოთ. ცეცხლზე გააჩერეთ და მუდმივად აურიეთ.

12. ტორტს ჭიქური მოასხით და მაცივარში 10 წუთით გააჩერეთ.

გემრიელად მიირთვით!