ცნობილი უგემრიელესი რაჭული ლობიანის რეცეპტი

4284

რაჭული სამზარეულოს ერთ-ერთი გამორჩეული კერძი ლობიანია ლორით, რომელიც ქართველ მოსახლეობას განსაკუთრებულად უყვარს. ლობიანი ლორით – ეს მართლაც კულინარიული შედევრია. გასტრონომია ლობიანის საუკეთესო რეცეპტს გასწავლით.

ინგრედიენტები:

ცომისთვის: 

  • ფქვილი – 200 გ
  • საფუარი – 5 გ
  • შაქარი – 2 გ
  • მარილი -5 გ
  • ზეთი – 20 მლ
  • წყალი – 100 მლ

გულსართისთვის: 

  • ლობიო – 100 გ
  • ლორი -100 გ
  • ღორის ქონი – 10 გ ან ზეთი – 20 მლ
  • მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

  1. საფუარი და შაქარი თბილ წყალში გახსენით. ცალკე თასში ფქვილს შეურიეთ მარილი, დაასხით საფუვრიანი მასა და მოზილეთ რბილი ცომი. ზეთიანი ხელით კარგად გადაზილეთ, გადაიტანეთ ღრმა  თასში და ტილო გადააფარეთ. 30 წუთში ისევ გადაზილეთ ზეთიანი ხელით, კვლავ გადააფარეთ და დადგით ასაფუებლად.
  2. ლობიო მოხარშეთ ლორთან ერთად და წყალი გადაწურეთ. მოხარშული ლორი დაჭერით წვრილად და დააყარეთ გადაწურულ ლობიოს, დაამატეთ მარილი, პილპილით და კარგად დასრისეთ.
  3. ცომი რომ კარგად აფუვდება, აიღეთ 300-გრამიანი გუნდა და მსუბუქად გააბრტყელეთ. ზემოდან დაადეთ გულსართი და თავი მოუკარით. გააბრტყელეთ 1 სმ სისქეზე და შუაში დაუტოვეთ 2 სმ ზომის ნასვრეტი.
  4. ლობიანი გამოაცხვეთ ღუმელში 220 – 250 გრადუსზე. კარგად რომ დაიბრაწება, გამოიღეთ ღუმელიდან და ზემოდან ღორის ქონი ან ზეთი გადაუსვით.

გემრიელად მიირთვით! გაგვიზიარეთ კომენტარებში თქვენებური რაჭული ლობიანის რეცეპტი.