ხაჭოს ეს ორცხობილები იმდენად გემრიელი გამოდის, უარის თქმა შეუძლებელია. ზომიერად ტკბილი, ძალიან არომატული და ფაფუკია

10919

ძალიან მიყვარს სამზარეულოში ტრიალი და ოჯახის წევრების განებივრება სხვადასხვა გემრიელი კერძებითა და დესერტებით. შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად ვცდილობ საკუთარი შვილების განებივრებას გემრიელი ნამცხვრებით, ორცხობილებითა და სხვადასხვა ტკბილეულით. გამომდინარე იქიდან, რომ მაღაზიების დახლებზე შემოთავაზებულ სხვადასხვა გმერიელობებს დიდ უნდობლობას ვუცხადებ, ყოველთვის ვცდილობ ინტერნეტ სივრცეში ახალ-ახალი რეცეპტების მიგნებას და ოჯახის წევრების განებივრებას მხოლოდ საკუთარი ხელით მომზადებული დესერტებით.

რეცეპტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გაგიზიარებთ, ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენაა. ხაჭოს ძალიან გემრიელი ორცხობილები არაჟნის სოუსში – კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა შეიყვაროთ ხაჭო. ყველა, ვინც მას გასინჯავს, პირობას გაძლევთ, დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ დარჩება.

ხაჭოს გემრიელი ორცხობილების მომზადება საკმაოდ მარტივია, ხოლო მათი მირთმევა – ძალიან დიდი სიამოვნება. განსაკუთრებით გემრიელი ისინი ყავის ან ჩაის დილის ულუფასთან ერთად არის. გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმ ფაქტს, რომ ხაჭო სწორედ ის პროდუქტია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს ჩვენი შვილების კვების რაციონში.

ხაჭოს გემრიელი ორცხობილები საკუთარი ხელით

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და თავად ცადეთ მათი მომზადება დამოუკიდებლად. ინსტრუქცია იმდენად მარტივია, პირობას გაძლევთ, პირველივე ჯერზე ყველაფერი არაჩვეულებრივად გამოგივათ.

ინგრედიენტები ცომისთვის:

  • 350 გრამი ფქვილი
  • 3 გრამი მშრალი საფუარი
  • 100 გრამი რძე
  • 50 გრამი შაქარი
  • 50 გრამი მარგანინი ან კარაქი
  • 70 გრამი არაჟანი
  • მწიკვი მარილი

ინგრედიენტები შიგთავისთვის: 

  • ნახევარი კგ ხაჭო
  • 100 გრამი შაქარი
  • 1 კვერცხი

ინგრედიენტები სოუსითვის:

  • 200 გრამი არაჟანი
  • 1 ჩ.კ. შაქარი

მომზადება:

1. შეათბეთ რძე დაბალ ცეცხლზე და ჩაასხით ჭიქაში. შემთბარ რძეში ჩაამატეთ საფუარი, ნახევარი ჩაის კოვზი შაქარი და კარგად გადაურიეთ. როდესაც ინგრედიენტები ერთმანეთში გაიხსნება, ჩაამატეთ 3 ჩაის კოვზი ფქვილი და კვლავ კარგად გადაურიეთ. მიღებული ერთგვაროვანი მასა დააყოვნეთ სითბოში 30 წუთით, რათა საფუარი გააქტიურდეს.

2. თქვენთვის მოსახერხებელ ჭურჭელში მოათავსეთ კარგად გაცრილი ფქვილი, დაამატეთ შაქარი და მარილი, კარგად გადაურიეთ. მშრალ მასაში ჩაამატეთ ოთახის ტემპერატურის მარგანინი ან კარაქი და არაჟანი. ურიეთ კარგად ყველა ინგრედიენტის სრულ გახსნამდე.

როდესაც ინგრედიენტები ერთმანეთს კარგად შეერევა, ჩაამატეთ ამ მასაში საფუვრისა და რძის ნარევი, რომელიც წინასწარ მოვამზადეთ, და შეუდექით ცომის ამოყვანას. მზა ცომი უუნდა იყოს საშუალო კონსისტენციის – არც ძალიან სქელი და არც ზედმეტად ფაფუკი.

3. დააყოვნეთ მიღებული ცომი 15 წუთით, რათა მან კარგად შეიწოვოს ტენი და გახდეს გაცილებით მარტივად დასამუშავებელი.

4. დასვენებული ცომი კარგად დაამუშავეთ ხელებით, შემდეგ დატოვეთ თბილ ადგილას იქამდე, სანამ გუნდა მოცულობაში 2-ჯერ არ გაიზრდება.

5. სანამ ცომი სითბოში გვაქვს დატოვებული და მის მოცულობაში გაზრდას ველოდებით, პარალელურად შიგთავსის მზადებას უნდა შევუდგეთ. მოცემული რაოდნეობით ხაჭოში ჩაამატეთ შაქარი და კვერცხი. კარგად თქვიფეთ ეს მასა ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე. თუ მზა შიგთავსი ზედმეტად თხევადი იქნება, მასში მცირეოდენი ფქვილის ან დაფქული სუხარის ჩამატება შეგიძლიათ.

როდესაც შიგთავსს გაამზადებთ, გადააკარით მას სტრეჩი (საკვების პლიონკა) და დატოვეთ სულ ცოტა ხნით ოთახის ტემპერატურაზე.

6. ცომი კარგად გააბრტყელეთ (მისი სისქე უნდა იყოს დაახ. 1 სანტიმეტრი). ზედაპირზე თანაბრად გაანაწილეთ ხაჭოს შიგთავსი, შემდეგ კი შეუდექით მის დახვევას რულეტის მსგავსად.

რულეტი დაჭერით სასურველი სისქის თანაბარი ზომის ნაჭრებად.

7. საცხობ ფორმაში ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ ზემოდან ხაჭოს ორცხობილები. ფორმას გადააკარით სტრეჩი ან პოლიეთილენის უბრალო პარკი და დატოვეთ ის კიდევ 40 წუთით, რათა ჩვენი ორცხობილები ზომაში გაიზარდოს.

სანამ ორცხობილებს ღუმელში გამოსაცხობად მოათავსეთ, სპეციალური ფუნჯის გამოყენებით წაუსვით მათ მცირეოდენი კვერცხი.

8. 200 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში აცხვეთ ისინი ქერქის ყავისფრად შეფერვამდე.

9. სანამ ორცხობილები გამოცხვება, მოამზადეთ სოუსი. მოცემული რაოდენობით არაჟანში ჩაამატეთ შაქარი და კარგად გადაურიეთ. როდესაც გამომცხვარ დესერტს ღუმელიდან გამოიღებთ, თითოეულ ორცხობილას ფუნჯის გამოყენებით კარგად წაუსვით ეს სოსუსი და დატოვეთ გაგრილებამდე.

10. გემრიელად მიირთვით!

ხაჭოს ეს ორცხობილები იმდენად გემრიელია, რომ მათი მირთმევის სურვილი უკვე ყოველდღე მიჩნდება. აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და თავად ცადეთ გემრიელი დესერტის მომზადება საკუთარი ხელით. არ დაგავიწყდეთ რეცეპტის გაზიარება თქვენი მეგობრებისთვისაც. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!