რამდენიც არ უნდა მოვამზადო, თეფშიდან წამიერად ქრება! ჩემი და ჩემი შვილების საყვარელი კერძი

8198

ამ კერძის რეცეპტი, რომელსაც დღევანდელ სტატიაში გთავაზობთ, თავად ორიოდე თვის უკან აღმოვაჩინე. მეუღლისა და შვილების დაჟინებული თხოვნით სამზარეულოსკენ გავეშურე და მის მომზადებას შევუდექი. კერძი იმდენად გემრიელი და არომატული გამოვიდა, რომ ახლა მას უკვე რეგულარულად საკუთარი სურვილით ვამზადებ და საყვარელ ხალხს ვუმასპინძლდები. ყველას გირჩევთ, ჩაინიშნოთ მარტივი რეცეპტი და თავად ცადოთ მისი მომზადება ოჯახის წევრებისთვის. პირობას გაძლევთ, ყველა ბედნიერი და კმაყოფილი დარჩება! არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამ კერძის არომატისა და გემოვნური თვისებების მიმართ გულგრილი დარჩება.

მექსიკური კერძი

ინგრედიენტები:

  • 500 გრამი მოხარშული კარტოფილი
  • 150 გრამი ფქვილი
  • 1 კვერცხი
  • 100 გრამი ვიჩინა
  • 100 გრამი ხმელი ყველი
  • პილპილი და მარილი გემოვნებით
  • მცენარეული ზეთი შესაწვავად

მომზადება: 

1. მოხარშეთ კარტოფილი და კარგად დასრისეთ ჩანგლით. მიღებულ პირეში ჩაამატეთ კვერცხი და ფქვილი. შეუდექით ცომის ამოყვანას.

2. კარგად ზილეთ მასა რამდენიმე წუთის განმავლობაში. მიღებული ცომი დაყავით ორ თანაბარ გუნდად და დააყოვნეთ რამდენიმე წუთით. ცომის ერთი გუნდა გაშალეთ შემთბარ ტაფაზე, რომელშიც მცირეოდენი მცენარეული ზეთი გაქვთ ჩასხმული.

3. დააფინეთ ზემოდან ვიჩინა და ყველი (ყველი შეგიძლიათ მოახეხოთ), მოაყარეთ მარილი, პილპილი და დააფარეთ ზემოდან ცომის მეორე გაბრტყელებული გუნდა. კარგად შეკარით ცომის გვერდები, რათა შიგთავსი შეწვის პროცესში გარეთ არ გადმოიღვაროს.

4. კარგად დაბრაწეთ ის ორივე მხრიდან.

5. უგემრიელესი კერძი, რომლის გემო და არომატი აუცილებლად შეგიყვარდებათ, მზად არის! მიიტანეთ ის სუფრაზე, სანამ ცხელია.

გთავაზობთ მარტივ ვიდეო ინსტრუქციასაც:

აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს რეცეპტი და გაუმასპინძლდით ამ უგემრიელესი კერძით მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. არ დაგავიწყდეთ სტატიის გაზიარება მეგობრებისთვის. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს!